ფინანსების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილეს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირველი მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტებისა, მოეთხოვება:
ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა.ა) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“;
ა.ბ) საქართველოს კანონი „საავტომობილო გზების შესახებ“;
ა.გ) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;
ა.დ) საქართველოს კანონი „გრანტების შესახებ“;
ა.ე) საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
ა.ვ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;
ა.ზ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №424 ბრძანება „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“;
ა.თ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 10 იანვრის №1-1/23 ბრძანება „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე დასრულებული საგზაო სამუშაოების (გარდა მშენებლობის, მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის) მიღების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;
ბ) უმაღლესი განათლება: სასურველი მაგისტრის/მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; მიმართულება/დარგი/სპეციალობა: სავალდებულო – სოციალური მეცნიერებები ან ბიზნესის ადმინისტრირება; სასურველი – ეკონომიკა ან ფინანსები;
გ) მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი, მათ შორის ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამები: სავალდებულო – Microsoft Office Word, Microsoft Office Excel სამომხმარებლო დონეზე ცოდნ