1. საგზაო მოძრაობის რეგულირების სამსახურის მთავარ სპეციალისტს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირველი მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტებისა, მოეთხოვება:

ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

ა.ა) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“;

ა.ბ) საქართველოს კანონი „საავტომობილო გზების შესახებ“;

ა.გ) საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“;

ა.დ) საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 ივლისის №172 დადგენილება „საქართველოს საავტომობილო გზების საგზაო სამუშაოების კლასიფიკაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“;

ბ) უმაღლესი განათლება: სასურველი – მაგისტრის/მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; მიმართულება/დარგი/სპეციალობა: სასურველი – ინჟინერია, ტელეკომუნიკაცია, ტრანსპორტი ან მშენებლობა;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამები: სავალდებულო – Microsoft Office Word, Microsoft Office Excel სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; სასურველი – Microsoft Office PowerPoint და Google Apps სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

2. საგზაო მოძრაობის რეგულირების სამსახურის მთავარ სპეციალისტს (მორიგე-ოპერატორი), გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირველი მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტებისა, მოეთხოვება:

ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

ა.ა) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“;

ა.ბ) საქართველოს კანონი „საავტომობილო გზების შესახებ“;

ა.გ) საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“;

ა.დ) საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 ივლისის №172 დადგენილება „საქართველოს საავტომობილო გზების საგზაო სამუშაოების კლასიფიკაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“;

ბ) უმაღლესი განათლება: სასურველი – მაგისტრის/მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; მიმართულება/დარგი/სპეციალობა: სასურველი – ინჟინერია, ტელეკომუნიკაცია, ტრანსპორტი ან მშენებლობა.

გ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამები: სავალდებულო – Microsoft Office Word, Microsoft Office Excel სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; სასურველი – Microsoft Office PowerPoint და Google Apps სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

3. საგზაო მოძრაობის რეგულირების სამსახურის მთავარ სპეციალისტს (კავშირგაბმულობისა და კომპიუტერული ქსელის უზრუნველყოფის მიმართულებით), გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირველი მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტებისა, მოეთხოვება:

ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

ა.ა) საქართველოს კანონი „საავტომობილო გზების შესახებ“;

ა.ბ) საქართველოს კანონი „ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ“;

ბ) უმაღლესი განათლება: სასურველი – მაგისტრის/მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; მიმართულება/დარგი/სპეციალობა: სასურველი – ინჟინერია, კომპუტინგი/ინფორმატიკა; უცხო ენა: სასურველი – ინგლისური;

გ) მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი, მათ შორის ლოკალური ქსელისა და სერვერის ადმინისტრირების მიმართულებით;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამები: სავალდებულო – Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Outlook Express სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; სასურველი – Microsoft Office PowerPoint და Google Apps სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

4. საგზაო მოძრაობის რეგულირების სამსახურის მთავარ სპეციალისტს (კავშირგაბმულობის მიმართულებით), გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირველი მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტებისა, მოეთხოვება:

ა) „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა;

ბ) სრული ზოგადი განათლება;

გ) მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი, მათ შორის კავშირგაბმულობისა და კომპიუტერული ქსელების მიმართულებით;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამები: სავალდებულო – Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Outlook Express სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; სასურველი – Microsoft Office PowerPoint და Google Apps სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

თავი VII

ფინანსების მართვის სამსახუ