ლოჯისტიკის სამსახურის უფროსს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირველი მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტებისა, მოეთხოვება:

ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

ა.ა) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;

ა.ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი”;

ა.გ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;

ა.დ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების შესახებ“;

ა.ე) საქართველოს კანონი „საავტომობილო გზების შესახებ“;

ა.ვ) საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულება „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“;

ა.ზ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანება „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ“;

ბ) უმაღლესი განათლება: სასურველი მაგისტრის/მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; მიმართულება/დარგი/სპეციალობა: სასურველი ეკონომიკა, სამართალი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი ან ბიზნესის ადმინისტრირება; უცხო ენა: სასურველი – ინგლისური ან რუსული;

გ) მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი, მათ შორის, მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი ლოჯისტიკის მიმართულებით;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამები: სავალდებულო – Microsoft Office Word, Microsoft Office Excel სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; სასურველი – Microsoft Office PowerPoint სამომხმარებლო დონეზე ცოდნ