1. ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების სამმართველოს უფროსს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირველი მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტებისა, მოეთხოვება:

ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

ა.ა) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ”;

ა.ბ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“;

ა.გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“;

ა.დ) საქართველოს კანონი „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ”;

ა.ე) საქართველოს კანონი „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“;

ა.ვ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №72 ბრძანება „დაწესებულებების საქმიანობის პროცესში შექმნილი ტიპობრივი მმართველობითი დოკუმენტების ნუსხის (მათი შენახვის ვადების მითითებით)“ დამტკიცების შესახებ“;

ა.ზ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №174 ბრძანება „დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ“;

ა.თ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №362 ბრძანება „დაწესებულებებში ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დროებით შენახვის ზღვრული ვადების შესახებ“;

ბ) უმაღლესი განათლება: სასურველი – მაგისტრის/მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; უცხო ენა: სასურველი – ინგლისური ან რუსული;

გ) მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი; სასურველი – საქმისწარმოების მიმართულებით;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამები: სავალდებულო – Microsoft Office Word, Microsoft Office Excel სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; სასურველი – Microsoft Office PowerPoint და Google Apps სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

2. ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების სამმართველოს მთავარ სპეციალისტს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირველი მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტებისა, მოეთხოვება:

ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

ა.ა) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;

ა.ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“;

ა.გ) საქართველოს კანონი „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“;

ა.დ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“;

ა.ე) საქართველოს კანონი „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“;

ა.ვ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №72 ბრძანება „დაწესებულებების საქმიანობის პროცესში შექმნილი ტიპობრივი მმართველობითი დოკუმენტების ნუსხის (მათი შენახვის ვადების მითითებით)“ დამტკიცების შესახებ“;

ა.ზ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №174 ბრძანება „დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ“;

ა.თ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №362 ბრძანება „დაწესებულებებში ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დროებით შენახვის ზღვრული ვადების შესახებ“;

ბ) უმაღლესი განათლება: სასურველი – მაგისტრის/მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; უცხო ენა: სასურველი – ინგლისური ან რუსული;

გ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამები: სავალდებულო – Microsoft Office Word, Microsoft Office Excel სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; სასურველი – Microsoft Office PowerPoint და Google Apps სამომხმარებლო დონეზე ცოდნ