ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირველი მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტებისა, მოეთხოვება:
ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა.ა) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
ა.ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“;
ა.გ) საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“;
ა.დ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“;
ა.ე) საქართველოს კანონი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“;
ა.ვ) საქართველოს კანონი „გრანტების შესახებ“;
ბ) უმაღლესი განათლება: სასურველი – მაგისტრის/მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; მიმართულება: სასურველი – სამართალი, ბიზნეს ადმინისტრირება ან სოციალური მეცნიერებები; უცხო ენა: სავალდებულო – ინგლისური;
გ) მუშაობის არანაკლებ 6 წლის სტაჟი, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამები: სავალდებულო – Microsoft Office Word, Microsoft Office Excel სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; სასურველი – Microsoft Office PowerPoint და Google Apps სამომხმარებლო დონეზე ცოდნ