დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს – ტექნიკურ მდივანს, გარდა ამ ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების (შემდგომში – საკვალიფიკაციო მოთხოვნები) პირველი მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტებისა, მოეთხოვება:
ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა.ა) საქართველოს კანონი „საავტომობილო გზების შესახებ“;
ა.ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
ა.გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“;
ბ) უმაღლესი განათლება: სავალდებულო – მაგისტრის/მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; უცხო ენა: სავალდებულო – ინგლისური; სასურველი – რუსული;
გ) მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი; დარგი/სპეციალობა: სავალდებულო – მშენებლობა; სასურველი – საჯარო სექტორში მუშაობის სტაჟი;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამები: სავალდებულო – Microsoft Office Word, Microsoft Office Excel სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; სასურველი – Microsoft Office PowerPoint სამომხმარებლო დონეზე ცოდნ