საგზაო მოძრაობის რეგულირების სამსახურის უფროსს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირველი მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტებისა, მოეთხოვება:
ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა.ა) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“;
ა.ბ) საქართველოს კანონი „საავტომობილო გზების შესახებ“;
ა.გ) საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“;
ა.დ) საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 ივლისის №172 დადგენილება „საქართველოს საავტომობილო გზების საგზაო სამუშაოების კლასიფიკაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“;
ბ) უმაღლესი განათლება: სასურველი – მაგისტრის/მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; მიმართულება/დარგი/სპეციალობა: სასურველი – ინჟინერია, ბიზნესის ადმინისტრირება, კომპიუტინგი/ინფორმატიკა, ტრანსპორტი ან მშენებლობა; უცხო ენა: სასურველი – ინგლისური;
გ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამები: სავალდებულო – Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Arc GIS სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; სასურველი – Google Apps სამომხმარებლო დონეზე ცოდნ