თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ დებულებების შესრულების თაობაზე
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსულია 57 განცხადება.
თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე შენიშვნა და შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა არ დაფიქსირებულა.
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირია ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ნინო აფციაური.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად მიმდინარე წლის 10 დეკემბრამდე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემოსული 56 მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ესენია:
1. ააიპ ცხოველთა დაცვის ფედერაციის თავმჯდომარე თემურ ლაჭყეპიანის მოთხოვნა თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და გამგეობის ქვემდებარე ორგანიზაციებში ყველა დოკუმენტაციის ასლი შესაბამისი ფორმით მიწვდი შესახებ;
2. ,,საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო’’-ს ზუგდიდის რეგიონალური წარმომადგენლობის კოორდინატორ არჩილ თოდუას მოთხოვნა მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების შესახებ - ააიპ-ის დასახელება, თანამშრომელთა რაოდენობა, თვის მანძილზე ხელფასის სახით გასაცემი თანხის ჯამური რაოდენობა;
3. საინფორმაციო ცენტრების ქსელის რედაქტორის გელა მთივლიშვილის მოთხოვნა წინასაახალწლოდ თანამდებობის პირებზე და სხვა საჯარო მოხელეებზე გაცემული პრემიების შესახებ;
4. ,,საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს’’ ზუგდიდის რეგიონალური წარმომადგენლობის კოორდინატორ არჩილ თოდუას მოთხოვნა 2014 წლის 01 მაისის მდგომარეობით თელავის ლიკვიდირებული მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო იურიდიული პირების შესახებ.
5. ,,რეგიონის განვითარების ცენტრის’’ აღმასრულებელი დირექტორის ელისადბედ სოფრომაძის მოთხოვნა მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ 2015 წელს განხორციელებული და 2016 წელს დაგეგმილი პროექტების შესახებ;
6. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ევროპელების’’ საორგანიზაციო მდივნის გოჩა ყოლბაიას მოთხოვნა გაცემული პრემიების, მივლინებების, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით’’ გათვალისწინებული პროექტების, ავტომანქანების შენახვისა და სატელეფონო ხარჯების შესახებ;
7. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის ხელმძღვანელის მარეხ მგალობლიშვილის მოთხოვნა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კულდღელაურში არსებული ე.წ. ,,უსახელო ხევის’’ რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ჩატარებული და ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ.
8. მოქალაქე თამთა დანელიას მოთხოვნა 2013 – 2015 წლების ბიუჯეტის შესახებ;
9. მედიაჰოლდინგ ,,რეგიონის ტრიბუნას’’ რედაქტორის მოადგილის გივი ჭყოიძის მოთხოვნა მუნიციპალიტეტის თანამშრომლების ხელფასებსა და განხორციელებული პროექტების შესახებ;
10. მედიაჰოლდინგ ,,სპექტრის დირექტორის მაია ყალაბეგაშვილის მოთხოვნა 2015 – 2016 წლების სოციალური პაკეტების და დებულებების შესახებ;
11. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის დირექტორის ეკა ჭითანავას მოთხოვნა 2015 წლის 1 იანვრიდან მუნიციპალიტეტის მიერ საპატრიაქროსთვის გადაცემული თანხისა თუ სხვა მატერიალური სიკეთის შესახებ;
12. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორის გიორგი კლდიაშვილის მოთხოვნა მუნიციპალიტეტისა და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების შესახებ;
13. ,,საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს’’ თელავის ოფისის კოორდინატორის ზურაბ მირზიკაშვილის მოთხოვნა შრომითი ანაზღაურების შესახებ - ხელფასი, პრემია, დანამატი, ჯილდო;
14. ტელეკომპანია ,,მაესტროს’’ ჟურნალისტის დავით ჯალაღონიას მოთხოვნა ქუვეითის მოქალაქე მაჰირ სალიმსა და თელავის მუნიციპალიტეტს შორის არსებული სასამართლო დავის შესახებ;
15. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში მცხოვრები თამაზ ქუმსიშვილის მოთხოვნა სოფ. კისისხევში მდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის პრივატიზებასთან დაკავშირებით გამოცემული ბრძანებები - აუქციონის გამოცხადების შესახებ და აუქციონის გაუქმებასთან დაკავშირებული ბრძანებები;
16. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში მცხოვრებ ვასილ კევლიშვილის მოთხოვნა დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობის შესახებ;
17. მოქალაქე ნათია მექუდიშვილის მოთხოვნა 2016 წლის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებისა და საინფორმაციო მომსახურებაზე გაწეული ხარჯების ხელშეკრულების ასლების მისთვის გადაცემის შესახებ;
18. მოქალქე ბექა ყარაულაშვილის მოთხოვნა საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამუშაო აღწერილობის შესახებ;
19. მოქალაქე ბექა ყარაულაშვილის მოთხოვნა მის მიერ მითხოვილი საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამუშაო აღწერილობის ელექტრონულ ფოსტაზე გადაგზავნა;
20. მოქალაქე ნათია მექუდიშვილის მოთხოვნა 2015-2016 წლებში ააიპ ,,ლიტერატურულ კახეთთან’’ და ააიპ ,,ქართულ სულთან’’ გაფორმებული ხელშეკრულებების ასლების მისთვის გადაცემის შესახებ;
21. სოფელ იყალთოში მცხოვრები დავით დავით ბაჩიაშვილის მოთხოვნა თავისი დანიშვნისა და გათავისუფლების მიზეზების შესახებ;
22. ტელეკომპანია ,,თანამგზავრის’’ ჟურნალისტის მოთხოვნა სოფელ იყალთოში მდებარე სკვერის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის შესახებ;
23. ,,საერთაშორის გამჭირვალობა საქართველოს’’ თელავის ოფისისის კოორდინატორის ზურაბ მირზიკაშვილის მოთხოვნა სოფ.იყალთოში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის შესახებ;
24. თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თამარ დოლბაიას მოთხოვნა ადგილობრივი ხელისუფლების საკითხებზე ინფორმაციის მიწვდის შესახებ;
25. ,,საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს’’ ზუგდიდის რეგიონული წარმომადგენლობის კოორდინატორის არჩილ თოდუას მოთხოვნა მუნიციპალიტეტის 2016 წლის საბიუჯეტო განაცხადის და სუბსიდიების მუხლიდან დაგეგმილი ხარჯების დეტალური ჩაშლის შესახებ;
26. ააიპ სათემო განვითარების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარის ანა მარგველაშვილის მოთხოვნა მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იუირიდიული პირების შესახებ;
27. ექსპერტის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებში ვიქტორია მიდელაურის მოთხოვნა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები შშმ პირების შესახებ - უფლებების დაცვა, დაფინანსების მიღება, სხვადასხვა სერვისით სარგებლობა;
28. ,,საერთაშორისო არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების’’ დამკვირვებელ ნინო პოპიაშვილის მოთხოვნა 2016 წლია ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით დაგემილი და განხორციელებული სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ;
29. ,,საერთაშორისო არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების’’ დამკვირვებელ ნინო პოპიაშვილის მოთხოვნა ჯანდაცვის სამინისრტოს ორგანიზებით სოფლებში ჩატარებული გამოკლვევების შესახებ;
30. სამოქალაქო აქტივობების ცენტრის აღმასრულებელ დირექტორის ეთერ ფანგანის მოთხოვნა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შესახებ;
31. მოქალაქე ნათია მექუდიშვილის მოთხოვნა 22 ივლისს წინანდალში მოსახლეობის უფასო სამედიცინო კვლევის შესახებ;
32. ,,საერთაშორისო გამჭირალობა საქართველოს’’ ზუგდიდის რეგიონული წარმომადგენლობის კოორდინატორის ზურაბ მირზიკაშვილის მოთხოვნა გამგეობაში დასაქმებულ თანამშრომელთა შესახებ;
33. მოქალაქე ნათია მექუდიშვილის მოთხოვნა გამგეობაში დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობის, შრომის ანაზღაურების და აგვისტოს თვეში შვებულებაში გასულ თანამშრომელთა რაოდენობის შესახებ;
34. სოფელ აკურაში მცხოვრები არჩილ ხატიაშვილის მოთხოვნა გამგებლის წარმოადგენლის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით სამკვიდრო ქონების დაუფლების ფაქტის შესახებ;
35. მოქალაქე ნათია მექუდიშვილი - ლევან ბერძენაშვილის გამგებლის მოადგილედ დანიშვნის ბრძანების ასლი;
36. მოქალაქე ნათია მექუდიშვილის მოთხოვნა აგვისტოში შვებულებით მოსარგებლე თანამშრომლების სიისა და პერიოდის შესახებ;
37. მოქალაქე ეთერ სიდონაშვილი - უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმის ასლი;
38. საინფორმაციო ცენტრების ქსელის რედაქტორის გელა მთივლიშვილის მოთხოვნა 2010 წლიდან დღემდე გარე რეკლამების განთავსების შესახებ;
39. მოქალაქე თორნიკე გრიშკაშვილის მოთხოვნა საშტატო ნუსხის შესახებ;
40. საინფორმაციო ცენტრების ქსელის რედაქტორის გელა მთივლიშვილის მოთხოვნა 2015 წლია 1 იანვრიდან სექტემბრამდე გაცემული პრემიების და დანამატეის შესახებ;
41. საინფორმაციო ცენტრების ქსელის რედაქტორის გელა მთივლიშვილის მოთხოვნა 2016 წლის 8 ივლისის შემდეგ შვებულებაში გასული საჯარო მოხელეების შესახებ;
42. საინფორმაციო ცენტრების ქსელის რედაქტორის გელა მთივლიშვილის მოთხოვნა საჯარო მოხელეების მივლინებების შესახებ;
43. მოქალაქე ნათია მექუდიშვილის მოთხოვნა 2016 წლის სექტემბერში შვებულებაში გასული თანამშრომლების შესახებ;
44. ფონდ ,,Your Forest Foundation’’ –პრესსამსახურის თანამშრომელის მარიამ ონეზაშვილის მოთხოვნა 5 წლის მანძილზე სეტყვით მიყენებული ზარალის საკომპენსაციოდ ბიუჯეტიდან გაცემული თანხების ოდენობის შესახებ;
45. საია-ს თელავის ოფისის ხელმძღვანელის მარეხ მგალობლიშვილის მოთხოვნა სმს შეტყობინებების შესახებ;
46. საინფორმაციო ცენტრების ქსელის რედაქტორის გელა მთივლიშვილი - გამგებლის ყოფილი წარმომადგენლის ვარდისუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში ლევან თუშიშვილის გათავისუფლების ან/და სხვა პოზიციაზე გადაყვანის შესახებ ბრძანების ასლი;
47. საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს თელავის რეგიონული წარმომადგენლობის კოორდინატორის ზურაბ მირზიკაშვილის მოთხოვნა 08.08 -დან 08.10 მდე პერიოდში თანამშრომელთა მიერ აღებული შვებულებების შესახებ;
48. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოთხოვნა შშმ პირთა შესახებ ინფორმაციის მიწვდის თაობაზე;
49. საინფორმაციო ცენტრების ქსელის რედაქტორის გელა მთივლიშვილის მოთხოვნა 2013 წლიდან პროექტ ,,ეტალონისთვის’’ გადარიცხული თანხის შესახებ;
50. ,,საერთაშორის გამჭირვალობა საქართვლოს’’ თელავის ოფისის კოორდინატორის ზურაბ მირზიკაშვილის მოთხოვნა 2014 წლის სექტემბრიდან გამგეობის დაფინანსებით თანამშრომელთა საზღვარგარეთ მივლინებების შესახებ.
51. ,,საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს’’ აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის მოთხოვნა მუნიციპალიტეტის მიერ სოციალურ პროგრამებზე დახარჯული თანხების შესახებ;
52. ააიპ ,,დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების ცენტრის’’ დირექტორის ბექა მოსიაშვილის მოთხოვნა 2015-2016 წლებში ჩატარებული საერთო კრებების შესახებ;
53. გაზეთ ,,ქრონიკა +’’-ის ჟურნალისტის მაკა მოსიაშვილის მოთხოვნა ყარაჯლის საბავშვო ბაღში შიდა აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმების დასკვნა;
54. საინფორმაციო ცენტრების ქსელის რედაქტორის გელა მთივლიშვილის მოთხოვნა საკრებულოს გამგეობის და იურიდიული პირების მიერ გახარჯული თანხების შესახებ;
55. საიას გორის ოფისის ხელმძღვანელის ქეთევან ბებიაშვილის მოთხოვნა მუნიციპალიტეტში არსებული მიგრაციის საკითხების შესახებ;
56. ,,საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს’’ იურისტის თამარ რობაქიძის მოთხოვნა მიწის ნაკვეთის უფლებამოსილებაზე მოქალაქეების მომართვის შესახებ.
საჯარო ინფორმაციის 1 (ერთი) მოთხოვნას ეთქვა უარი დაკმაყოფილებაზე. ეს არის - მონიტორინგის ცენტრ ,,მედიატორის’’ დამფუძნებლის გიორგი გლუნჩაძის მოთხოვნა 2014 წლის 6 აგვისტოდან აპრილამდე ააიპ-ებიდან გათავისუფლებული თანამშრომლების შესახებ.