შპს „წინანდალი-საქართველოს ღვინის საგანძურის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/4256-15
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/01/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე 2/4256-15

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2017 წლის 17 იანვარი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

განმცხადებელი შპს „წინანდალი საქართველოს ღვინის საგანძური”

წარმომადგენელი – დირექტორი შპს „რეაბილიტაციის” (ს/კ 206096419) ხელმძღვანელობა/ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი – თამარ მუმლაძე

მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი – ირაკლი წიკლაური

მოთხოვნა – კრედიტორთა კრების მოწვევა

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

გამოარკვია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია შპს „წინანდალი საქართველოს ღვინის საგანძურის” გაკოტრების საქმე.

კრედიტორთა პირველ კრებაზე სრულად ვერ იქნა განხილული დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, რის გამოც კრედიტორთა კრება გადაიდო სხვა დროისათვის.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის ოცდამეორე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა პირველი კრების ხანგრძლივობაა არაუმეტეს 7 სამუშაო დღისა. კრედიტორთა უბრალო უმრავლესობის არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე მოსამართლეს შეუძლია ამ ვადის გაგრძელება არაუმეტეს 3 დღით.

 სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით

დაადგინა:

1. კრედიტორთა პირველი კრება გაგრძელდეს 2017 წლის 27 იანვარს 14:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) სხდომის დარბაზი №29.

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი