სს „საქგაზის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/9147-2014
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/02/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე № 2/9147-2014

 

განჩინება

საქართველოს სახელით

 

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

2017 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

 

განმცხადებელი – სს „საქგაზი” (ს/კ 230805616)

დირექტორი – ვალენტინ აკოფოვი

წარმომადგენ ე ლი – დავით მეცხოვრიშვილი

    

მოთხოვნა – კრედიტორთა კრების მოწვევა

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

 

გამოარკვია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია სს „საქგაზის” გაკოტრების საქმე.

კრედიტორთა პირველ კრებაზე სრულად ვერ იქნა განხილული დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, რის გამოც კრედიტორთა კრება გადაიდო სხვა დროისათვის.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის ოცდამეორე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა პირველი კრების ხანგრძლივობაა არაუმეტეს 7 სამუშაო დღისა. კრედიტორთა უბრალო უმრავლესობის არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე მოსამართლეს შეუძლია ამ ვადის გაგრძელება არაუმეტეს 3 დღით.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით.

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კრედიტორთა პირველი კრება გაგრძელდეს 2017 წლის 9 მარტს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) , სხდომის დარბაზი №29.

2. განჩინება გამოქვეყნდეს "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში", სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                                                                   თამარ ჭუნიაშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სს „საქგაზის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“?
დიახ, სასამართლოს აქტები „სს „საქგაზის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.01.2017.
როდის იქნა მიღებული „სს „საქგაზის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“?
„სს „საქგაზის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“ მიღებულია 31.01.2017. მიმღები ორგანო — თბილისის საქალაქო სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №2/9147-2014.
სად არის „სს „საქგაზის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.01.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

სასამართლოს აქტები „სს „საქგაზის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“, №2/9147-2014, 31.01.2017 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.01.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3566628/