ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (5)
შემდგომი ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
|
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №1 |
|
2017 წლის 26 იანვარი დაბა ხულო |
1.მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის.
2.მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის.
ა) მოსაკრებელი მშენებლობის ნებართვისათვის:
ა.ა) ხულოს მუნიციპალიტეტის დაბა ხულოსა და კურორტ ,,ბეშუმის“ ტერიტორიაზე ახალი მშენებლობისას სამშენებლო დოკუმენტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართის 1 კვ.მ-ზე (ერთი) ლარის ოდენობით, ხულო მუნიციპალიტეტის დანარჩენ ტერიტორიაზე -0.50 ლარი;
ა.ბ.) დაბა ხულოსა და კურორტ ,,ბეშუმის“ ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენების, ან არსებული სართულ(ებ)ის დემონტაჟისას, დაშენებული ან/და დემონტირებული ერთი სართულის ფართობის (გარე პერიმეტრიდან) 1 კვ.მ-ზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით, ხოლო მუნიციპალიტეტის დანარჩენ ტერიტორიაზე -0.50 ლარი;
ა.გ) დაბა ხულოსა და კურორტ ,,ბეშუმის“ ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობის განაშენიანების ფართობის შეცვლისას (ნებისმიერი სართულის) დამატებული განაშენიანების ფართობის 1 კვ.მ-ზე 1(ერთი) ლარის ოდენობით, ხულო მუნიციპალიტეტის დანარჩენ ტერიტორიაზე -0.50 ლარი;
ა.დ.)ექსტერიერის (შენობის ფასადის, სახურავის) არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების გაბარიტების ან/და არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლების, ასევე, ფასადის მასალისა და ფერის შეცვლისას რეკონსტრუირებული საანგარიშო ზედაპირის ფართობის (სახურავის რეკონსტრუქციისას მისი ფუძის ფართობის) 1 კვ.მ-ზე 0.5 ლარის ოდენობით;
ა.ე) შენობის ინტერიერში ან/და ექსტერიერში მზიდ კონსტრუქციაში ღიობის გამოჭრისას ღიობის ფართობის 1კვ.მ-ზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით;
ა.ვ) ქსელების რეკონსტრუქციის დროს რეკონსტრუირებული შენობა-ნაგებობის განაშენიანების ფართობის 1/5-ის 1კვ.მ-ზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით.
ა.ზ) დემონტაჟის დროს დემონტაჟს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის განაშენიანების ფართობის 1 კვ.მ-ზე 0.5 ლარის ოდენობით;
ა.თ) დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსების დროს შენობა-ნაგებობის განაშენიანების ფართობის 1 კვ.მ-ზე 0.5 ლარის ოდენობით.
ა.ი) ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის დროს ნაგებობის ერთ გრძივ მეტრზე 1(ერთი) ლარის ოდენობით.
ა.კ) ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ ბეშუმში საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის ახალი მშენებლობისას სამშენებლო დოკუმენტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართის 1 კვ.მ-ზე 5 (ხუთი) ლარის ოდენობით.
ა.ლ) ,,ბათუმი-ახალციხის“ საავტომობილო გზის ,, ზომლეთი- ლოდიძირის“ მონაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე (ოცდახუთმეტრიანი ზოლი) საზოგადოებრივი ობიექტების მშენებლობა-რეკონსტრუქციის სანებართვო მოსაკრებელი პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართის 1 კვ. მ-ზე 1(ერთი) ლარი, ხოლო საცხოვრებელი სახლებისათვის, დამხმარე მეურნეობის სადგომებისა და სათავსებისათვის - 0.50 ლარი.
ა.მ) იმ შემთხვევაში, თუ შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია მოიცავს რეკონსტრუქციის რამდენიმე სახეს ერთდროულად, მაშინ მშენებლობის მოსაკრებელის გადახდა ხდება მხოლოდ ერთი სახის რეკონსტრუქციისას დადგენილი მშენებლობის მოსაკრებლის ოდენობით, მათგან რომელიც მეტია.
ბ) დასახელებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი:
ბ.ა) დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი ერთ სულ მოსახლეზე-0.20 ლარი, ხოლო იურიდიული პირის, ორგანიზაციისა და დაწესებულებისათვის ამ დადგენილების შესაბამისად.
|
2.მოსაკრებლის გადახდა ხდება ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით, საბანკო დაწესებულებაში წინასწარ. რეკვიზიტები: ბანკის კოდი – 220101222; ანგარიშის N200122900; შემოსულობის კოდი – 300723090.
3.მოსაკრებელი გადაიხდება ეროვნულ ვალუტაში. მოსაკრებლის გადახდა დასტურდება მოსაკრებლის გადახდის თაობაზე საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული დადგენილი ფორმის ქვითრის წარდგენით.
2.მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურს.
2.დასახლებული ტერიტორიის დასუფთავება გულისხმობს ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას და ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გაუვნებლებას და ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილების მოვლა-პატრონობას.
3.დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში-მოსაკრებელი) არის აუცილებელი გადასახდელი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში, რომელსაც იხდიან ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, ორგანიზაციები და დაწესებულებები,რომლებიც ხულოს მუნიციპალიტეტის დაბა ხულოსა და მიმდებარე ადმინისტრაციულ ერთეულებში (დიდაჭარა, დიოკნისი, რიყეთი, ვაშლოვანი, სხალთა) ტერიტორიაზე წარმოქმნიან ნარჩენებს.
4. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.
ა) მოსახლეობისათვის - ერთ სულ მოსახლეზე - 0.20 ლარი თვეში;
ბ) იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის მოსაკრებლის რაოდენობა თვეში გაიანგარიშება შემდეგი ფორმულით:
M = (N X C X K)/12, სადაც:
M – მოსაკრებლის რაოდენობა თვეში;
N –ნარჩენების დაგროვების ნორმატივი წელიწადში;
C –მოსაკრებლის განაკვეთი თვეში - 6 ლარი;
K –ზომის ერთეული (დაკავებული ფართი, მომხმარებელთა რაოდენობა, ადგილი, საწოლი).
2.ხულოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის მოსაკრებლის გადახდის შესახებ შეტყობინება გაიგზავნება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე (შემდეგში - მესაკუთრე), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები.
3.მოსახლე მოსაკრებელს იხდის მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4.ამხანაგობის შემთხვევაში, ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობისას, შესაძლებელია მოსაკრებლის გადახდის შესახებ შეტყობინების გაგზავნა ამხანაგობის სახელზე. ამ შემთხვევაში ამხანაგობა წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს და წარუდგენს ყველა მესაკუთრის თანხმობის დამადასტურებელ საბუთს.
5.მოსაკრებლის გადახდის შესახებ შეტყობინება იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის გაიგზავნება იმ ორგანიზაციის დაწესებულებისა და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი.
6.მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს შეტყობინებაში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომადგენელი სხვა პირის მიერ.
7.მესაკუთრე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებაში წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ 30 დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლების გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს.
8. ნარჩენების წარმომქმნელი მაცხოვრებლის რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად.
9. მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა.
10. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას, უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე. აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.
2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია ის მოსახლე, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში, იმ შემთხვევაში, თუკი უკანასკნელი თვითონ სარგებლობს ოპერატორის მომსახურებით.
3.მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქნელთა მიერ ხულოს მუნიციპალიტეტის დაბა ხულოში ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტის შემდეგი თვის დასრულებასთან ერთად.
4. არ დაერიცხება დასუფთავების მოსაკრებელი საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების ფართს ან მათ ნაწილს, ღია ტერიტორიების ფართს ან მათ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი. სპეციალიზებულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს გრაფიკით, მოსწავლეთა ყოველდღიური რაოდენობა იანგარიშება სიობრივი გრაფიკის მიხედვით საშუალო დასწრებაზე, ყოველდღიურად.
5. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მომსახურების ერთ თვეზე მეტი შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით.
6. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გაწეული მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან გათავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება.
7. მოსაკრებლის გადამხდელ ფიზიკურ პირს (მეწარმე ფიზიკური პირის გარდა) ხულოს მუნიციპალიტეტიდან ერთ თვეზე მეტი ვადით გასვლის შემთხვევაში უფლება აქვს მოითხოვოს მოსაკრებლის შესაბამისი ოდენობით შემცირება, რისთვისაც იგი წინასწარ წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს. წერილობით მიმართვაში დაფიქსირებული უნდა იყოს მოსახლის მუნიციპალიტეტში არყოფნის ვადა. ამ ვადის ცვლილების შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელი ვალდებულია აცნობოს აღნიშნულ სამსახურს ამ ცვლილების შესახებ.
2. შეტყობინების სავალდებულო რეკვიზიტებია.
ა) საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა;
ბ) მოსაკრებლის გადამხდელის საიდენტიფიკაციო მონაცემები;
გ) გადასახდელი თანხა;
დ) გადახდის ვადა;
ე) გადახდის ადგილი.
3. მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კალენდარული დღის მეორე დღიდან 25 დღის განმავლობაში.
4. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.
ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის დასუფთავების მოსაკრებლის ყოველთვიური ოდენობა განისაზღვროს:
მოსაკრებლის რაოდენობა თვეში (M) გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულით: M=NXCXK/12 N – ნარჩენების დაგროვების ნორმატივი წელიწადში C – მოსაკრებელი 1კბმ ნარჩენის გატანაზე, C=6 (ლარი) K – ზომის ერთეული (დაკავებული ფართი, მომხმარებელთა რაოდენობა. |