სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კაპიტალის გაზრდის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№76
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022987
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/02/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №76

2017 წლის 24 იანვარი

 ქ. თბილისი

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კაპიტალის გაზრდის შესახებ

1. დონორი ორგანიზაციების მეშვეობით დაფინანსებული 500 კვ ეგხ ქსანი-სტეფანწმინდა (EBRD EC KfW), ჯვარი-ხორგა ელექტროგადამცემი ხაზისა (EBRD EC KfW) და 220 კვ „ახალციხე-ბათუმის“ ხაზის მშენებლობის (WB) პროექტების განხორციელების მიზნით, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სასისტემო მნიშვნელობის ელექტროგადამცემი ქსელის განვითარების ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 36 03) გამოყოფილი ასიგნებებიდან, სს „საპარტნიორო ფონდის“ კაპიტალი გაიზარდოს 8 540 000 (რვა მილიონ ხუთას ორმოცი ათასი) ლარით, შემდგომ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ (ს/კ: 204995176) კაპიტალის გაზრდის მიზნით.

2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ (ს/კ: 204995176) ანგარიშზე გადარიცხვა.

პრემიერ-მინისტრი                                                    გიორგი კვირიკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კაპიტალის გაზრდის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კაპიტალის გაზრდის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.01.2017.
როდის იქნა მიღებული „სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კაპიტალის გაზრდის შესახებ“?
„სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კაპიტალის გაზრდის შესახებ“ მიღებულია 24.01.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №76. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.022987.
სად არის „სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კაპიტალის გაზრდის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.01.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კაპიტალის გაზრდის შესახებ“, №76, 24.01.2017, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022987 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.01.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3559977/