“საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ემბლემის დამტკიცების შესახებ``

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№265
სარეგისტრაციო კოდი
130.010.000.05.002.002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 69, 10/07/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №265

2004 წლის 9 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ემბლემის დამტკიცების შესახებ

1. დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ემბლემა თანდართული აღწერილობის მიხედვით.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სიმბოლიკის დამტკიცებისა და „საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 12 იანვრის №14 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 16 დეკემბრის №532 ბრძანებულება.

მ. სააკაშვილი

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ემბლემა

(აღწერილობა)

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ემბლემა არის სტილიზებული წრე (ფარი), რომელიც იკვეთება ჯვრით (ჰერალდიკაში ჯვარი ორი ჰერალდიკური ფიგურით – „სვეტითა“ და „სარტყელით“ მიიღება).

ჯვრით ნაკვეთი წრის მარცხენა ზედა ნაწილში მოთავსებულია საქართველოს სახელმწიფო დროშაზე გამოსახული ფიგურის („იერუსალიმის ჯვრის“ – „გორგასლიან-დავითიანის“) ერთ-ერთი უძველესი (თამარ მეფის სამკერდე  ჯვარი, თამარისა და დავითის მონეტა) ვერსია.

ემბლემის ირგვლივ წრიულად განთავსებულია წარწერა: „საქართველო. სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო“.

ემბლემაში მხოლოდ ორი ფერი გამოიყენება: ფონი ლურჯია („საფირონი“),  გამოსახულება – თეთრი (ლითონი, ვერცხლი).