სსიპ − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსათვის მის სარგებლობაში არსებული ფართის დროებით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №261
2017 წლის 15 თებერვალი
ქ. თბილისი
სსიპ − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსათვის მის სარგებლობაში არსებული ფართის დროებით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიეცეს თანხმობა, რომ მის სარგებლობაში (ბალანსზე) არსებული შენობის (მის: ქ. თბილისი, ოქროყანა (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.15.07.002.038) ფართიდან სასყიდლიანი უზუფრუქტის უფლებით, აუქციონის გარეშე, 2017 წლის 31 დეკემბრამდე, ყოველთვიურად 169,40 ლარის გადახდის პირობით, გადასცეს ამავე შენობის მეორე სართულზე მდებარე 15.4 კვ. მ ფართი სს „თიბისი ბანკს“ ( ს/კ: 204854595).
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების სასყიდლიანი უზუფრუქტის უფლებით გადაცემის პირობად განისაზღვროს აღნიშნულ ფართში ინოვაციური პროდუქტების კვლევისა და განვითარების უზრუნველყოფის მიზნით „ინოვაციური პროექტების ლაბორატორიის“ მოწყობა სს „თიბისი ბანკის“ ( ს/კ: 204854595) მიერ .
3. სსიპ − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სსიპ − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსათვის მის სარგებლობაში არსებული ფართის დროებით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სსიპ − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსათვის მის სარგებლობაში არსებული ფართის დროებით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.02.2017.
- როდის იქნა მიღებული „სსიპ − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსათვის მის სარგებლობაში არსებული ფართის დროებით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
- „სსიპ − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსათვის მის სარგებლობაში არსებული ფართის დროებით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ მიღებულია 15.02.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №261. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.023098.
- სად არის „სსიპ − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსათვის მის სარგებლობაში არსებული ფართის დროებით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.02.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სსიპ − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსათვის მის სარგებლობაში არსებული ფართის დროებით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, №261, 15.02.2017, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023098 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.02.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3582373/