„მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 იანვრის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №13 |
|
2017 წლის 17 თებერვალი ქ. მარნეული |
1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გარე რეკლამის განთავსების რეგულირების თაობაზე“.
2. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ჟ“ პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 261 მუხლის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ქვეპუნქტის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“.
3.შევიდეს ცვლილება 1- ლ მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შემოღებულ იქნეს გარე რეკლამის განთავსების წესი დანართი №1-ის შესაბამისად“.
4. შევიდეს ცვლილება დანართი №1-ის სათაურში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გარე რეკლამის განთავსების წესი“.
5. შევიდეს ცვლილება დანართი №1-ის მუხლ 1-ში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. რეგულირების სფერო
„ეს წესი შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს მარნეულის მუნიციპალიტეტში გარე რეკლამის განთავსების წესს“.
6. შევიდეს ცვლილება დანართი №1-ის მე-2 მუხლის „ა“ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) გარე რეკლამა – მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე რეკლამის გავრცელება პლაკატების, სტენდების, შუქფირნიშების, სტაბილური ტერიტორიული განთავსების სხვა ტექნიკური საშუალებებით, იმ წესით, რომელიც გათვალისწინებულია „რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონით და იმ ადგილებში, სადაც გაცემული ნებართვით შესაძლებელია განთავსდეს რეკლამა;“.
7. შევიდეს ცვლილება დანართი №1-ის მე-2 მუხლში და დაემატოს „ა1“ პუნქტი:
ა1) რეკლამა – საქონელზე, მომსახურებასა და სამუშაოზე (შემდგომში – საქონელზე), ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური და იურიდიული პირების, საქონლის, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას.“.
8. შევიდეს ცვლილება დანართი №1-ის მე-2 მუხლში და დაემატოს „თ“ პუნქტი:
„თ)აბრა – დაფა, რომელზედაც დატანილია ნებისმიერი ფორმისა და ზომის წარწერა, რომელიც განთავსებულია ეკონომიკური აგენტის ან მეწარმე სუბიექტის ობიექტზე, აღნიშნავს ამ ობიექტის სახელწოდებას და მისგან არაუმეტეს 1.5 მეტრით არის დაშორებული.“.
9. შევიდეს ცვლილება დანართი №1-ის მე-2 მუხლის „ბ“ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სარეკლამო საშუალება – პლაკატი, სტენდი, შუქფირნიში, სარეკლამო დაფა, მანათობელი სარეკლამო დაფა და გარე რეკლამის გასავრცელებელი სხვა ტექნიკური საშუალება, რომელიც განთავსებულია უძრავ ობიექტზე ან/და უძრავი ობიექტის გამოყენებით;”.
10. შევიდეს ცვლილება დანართი №1-ის მე-8 მუხლის პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების საკითხი (პროექტის შეთანხმება) დაიშვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ საჭიროებს ამ კანონით განსაზღვრულ გარე რეკლამის განთავსების ნებართვას, არამედ საჭიროა მხოლოდ შეთანხმება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან.ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსებისათვის გადასახდელების ოდენობა და გადახდის წესი დგინდება მესაკუთრესთან დადებული ხელშეკრულებით, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“.
11.შევიდეს ცვლილება დანართი №1-ის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების შეთანხმების საკითხზე გადაწყვეტილების პროექტს, განცხადების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში, ამზადებს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახური.“.
12. შევიდეს ცვლილება დანართ №4-ში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
დანართი №4
მარნეულის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია
გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონში
გამარჯვების დამადასტურებელი
ოქმი №____
______________ _________________
(ადგილი) (თარიღი)
ოქმი შედგა:
ეს ოქმი შედგა მასზედ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად გამოვლინდა გამარჯვებული (ლოტის ნომერი (ციფრით და სიტყვიერად), მისამართი, გარე რეკლამის განსათავსებელი საშუალების ტექნიკური მონაცემები) (აუქციონში გამარჯვებული (მყიდველი) ფიზიკური პირის სახელი, გვარი/იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება (ასევე წარმომადგენლის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, სახელი, გვარი, პირადი ნომერი, პირადობის ნომერი და მისამართი), პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო ნომერი, იურიდიული მისამართი, ფაქტობრივი მისამართი)
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
გარე რეკლამის განთავსება ზეუფლებამოსილების მინიჭების მიზნით, რაც გულისხმობს რეკლამის განთავსებას სააუქციონო პირობების შესაბამისად.
|