,,სამშვიდობო ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოში შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი კმაყოფის, გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
26.08.2004 ძალადაკარგული 11.08.2010
გამომცემი ორგანო
ნომერი
№355
სარეგისტრაციო კოდი
120.260.010.05.002.003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 92, 26/08/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (12)

შემდგომი ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (9)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №355

2004 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

სამშვიდობოოპერაციებისგანსახორციელებლადსაქართველოსშეიარაღებულიძალებისქვედანაყოფებისსამხედრომოსამსახურეთაფულადიკმაყოფის, გრძელვადიანიმივლინებისყოველთვიურინორმებისადასხვასოციალურიპირობებისგანსაზღვრისშესახებ

„საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლიდან გამომდინარე, სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი კმაყოფისა და სხვა სოციალური პირობების გაუმჯობესების, აგრეთვე ქვეყნის გარეთ გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური ნორმების განსაზღვრის მიზნით:

1. დამტკიცდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ქვედანაყოფში მომსახურე სამხედრო მოსამსახურეთა თანამდებობრივ განაკვეთზე დაწესებული დანამატებისა და ქვეყნის გარეთ სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისას გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური ნორმები (დანართი №1 და №2).

2. „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, სამშვიდობო ოპერაციების განსახორციელებლად შექმნილ ქვედანაყოფში სამხედრო სამსახური ჩაითვალოს როგორც სამხედრო სამსახურის გავლის განსაკუთრებული პირობა.

3. ქვეყნის ფარგლებს გარეთ მაღალი რისკის სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური ანაზღაურების ნორმაზე დაუწესდეთ დანამატი 30%-ის ოდენობით.

4. სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეთა საყაზარმე კვების ნორმატივები განისაზღვროს საქართველოსა და აშშ-ის „წვრთნისა და აღჭურვის“ ერთობლივ პროგრამაში მონაწილე (პროგრამაგავლილი) სამხედრო მოსამსახურეთა საყაზარმე კვების ნორმატივის ოდენობით.

5. ამ ბრძანებულებით გათვალისწინებული ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.

6. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (გ. ბარამიძე) უზრუნველყოს იმ სამხედრო მოსამსახურეებთან კონტრაქტის გაფორმება, რომლებიც იმსახურებენ შეიარაღებული ძალების შესაბამის ქვედანაყოფებში და მონაწილეობას მიიღებენ სამშვიდობო ოპერაციებში.

7. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „სამშვიდობო ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი კმაყოფის და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 12 თებერვლის №43 ბრძანებულება.

8. ეს ბრძანებულება ძალაში შევიდეს 2004 წლის 1 სექტემბრიდან.

მ. სააკაშვილი

დანართი№1

ქვეყნის შიგნით სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა თანამდებობრივ განაკვეთზე დაწესებული დანამატის ნუსხა

                                                                        (ლარი)

შესაბამისი თანამდებობის

წოდებრივი ზღვარი

დანამატი განსაკუთრებული

 პირობებისათვის

შენიშვნა

1.

პოლკოვნიკი

650

 

2.

ვიცე-პოლკოვნიკი

600

 

3.

მაიორი

550

 

4.

კაპიტანი

490

 

5.

უფროსი ლეიტენანტი

480

 

6.

ბატალიონის სერჟანტი

420

 

7.

მასტერ-სერჟანტი

410

 

8.

უფროსი სერჟანტი

400

 

9.

სერჟანტი

390

 

10.

უმცროსი სერჟანტი

385

 

11.

კაპრალი

380

 

 

შენიშვნა: 1. ერთჯერადი დახმარებების გაანგარიშება განხორციელდება წინამდებარე თანხების გარეშე.

2. დანამატი არ უწესდებათ „წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამაში მონაწილე ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეებს.

დანართი№2

ქვეყნის გარეთ სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური ნორმების ნუსხა

                                                                    (აშშ დოლარი)

შესაბამისი თანამდებობის

წოდებრივი ზღვარი

გრძელვადიანი მივლინების

თანხები

შენიშვნა

1.

პოლკოვნიკი

1700

 

2.

ვიცე-პოლკოვნიკი

1500

 

3.

მაიორი

1300

 

4.

კაპიტანი

1100

 

5.

უფროსი ლეიტენანტი

1000

 

6.

ბატალიონის სერჟანტი

850

 

7.

მასტერ-სერჟანტი

800

 

8.

უფროსი სერჟანტი

750

 

9.

სერჟანტი

700

 

10.

უმცროსი სერჟანტი

650

 

11.

კაპრალი

600

 

12.

ვადიანი სამხედრო მოსამსახურე

125

 

 

 შენიშვნა: ერთჯერადი დახმარებების გაანგარიშება განხორციელდება წინამდებარე თანხების გარეშე.