2017 წელს ფიჭური კავშირგაბმულობის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის უწყვეტობის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №362
2017 წლის 27 თებერვალი
ქ. თბილისი
2017 წელს ფიჭური კავშირგაბმულობის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის უწყვეტობის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 202 მუხლის შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ „2017-2018 წლების ფიჭური სატელეფონო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერის მეშვეობით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 8 ნოემბრის №2337 განკარგულების საფუძველზე გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში (CON170000033) ვერ გამოვლინდა გამარჯვებული პრეტენდენტი, ფიჭური სატელეფონო მომსახურების უწყვეტობის აუცილებლობიდან და საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვის პრინციპიდან გამომდინარე:
1. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 8 ნოემბრის №2337 განკარგულებით განსაზღვრულ ფიჭური სატელეფონო მომსახურების 2017-2018 წლების კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენამდე და შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებების გაფორმებამდე, შემსყიდველ ორგანიზაციებს დაერთოთ ნება, ფიჭური სატელეფონო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელონ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 დეკემბრის №2583 განკარგულებით განსაზღვრული ფიჭური სატელეფონო მომსახურების 2016-2017 წლების კონსოლიდირებული ტენდერის (CON150000078) პირობების შესაბამისად, ამავე კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულ მიმწოდებლებთან (შპს „მაგთიკომი“, შპს „ჯეოსელი“) ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ პერიოდში ფიჭური სატელეფონო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილება დაეკისროს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 8 ნოემბრის №2337 განკარგულებით შექმნილ სატენდერო კომისიას, ამავე განკარგულებით დამტკიცებული საქმიანობის წესის შესაბამისად.
3. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აუცილებელი ორგანიზაციული და ტექნიკური ღონისძიებების განხორციელება.
4. განკარგულება ძალაშია 2017 წლის 1 მარტიდან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი