შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №36 6
2017 წლის 2 მარტი
ქ. თბილისი
შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიამ“, 2017 წლის განმავლობაში საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლში ტურიზმის ხელშეწყობისა და ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით, კონცერტებისა და მუსიკალური ფესტივალების ჩატარების მომსახურებ(ებ)ის სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარ ის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებ ით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურებების შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების მიმართ არ გავრცელდეს ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-11 – მე-13 მუხლებით დადგენილი მოთხოვნები.
3. დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურებ(ებ)ის შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების ანაზღაურების მიზნით, „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გამოყოფილი ასიგნებებიდან (ორგანიზაციული კოდი: 24 05 02) 6 500 000 (ექვსი მილიონ ხუთასი ათასი) ლარის შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიასთვის“ გადარიცხვა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი