საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის და მის სისტემაში მოქმედი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის, აგრეთვე ა(ა)იპ − სპორტულ კლუბ „არმიასთვის“ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№456
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.023296
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/03/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №456

2017 წლის 13 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის და მის სისტემაში მოქმედი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის, აგრეთვე ა(ა)იპ − სპორტულ კლუბ „არმიასთვის“ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

„საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე, მის სისტემაში მოქმედ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირსა და ა(ა)იპ − სპორტულ კლუბ „არმიაზე“ არ გავრცელდეს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და 2017 წლისთვის:

ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისსა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 1 600 ერთეულით;

ბ) სსიპ − სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტასა“ და მასში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს:

ბ.ა) სსიპ − სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ − არაუმეტეს 347 ერთეულისა;

ბ.ბ) სსიპ − სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი − არაუმეტეს 40 ერთეულისა;

ბ.გ) სსიპ − გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი − არაუმეტეს 97 ერთეულისა;

ბ.დ) სსიპ − რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი − არაუმეტეს 61 ერთეულისა;

ბ.ე) სსიპ − ინსტიტუტი „ოპტიკა“ − არაუმეტეს 20 ერთეულისა;

ბ.ვ) სსიპ − ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი − არაუმეტეს 25 ერთეულისა;

გ) სსიპ − გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 21 ერთეულით;

დ) სსიპ − თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 15 ერთეულით;

ე) ა(ა)იპ − სპორტულ კლუბ „არმიაში“ შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 56 ერთეულით.

2. ა(ა)იპ − სპორტულ კლუბ „არმიაზე“ არ გავრცელდეს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, რომ შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებული თანამშრომლების საშუალო თანამდებობრივი სარგო არ აღემატებოდეს 1905 ლარს.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის და მის სისტემაში მოქმედი ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 იანვრის №70 განკარგულება;

ბ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №319 განკარგულება;

გ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის − გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალისათვის „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 აპრილის №696 განკარგულება;

დ) „ა(ა)იპ − სპორტულ კლუბ „არმიასთვის“ „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 მარტის №416 განკარგულება.

4. განკარგულება ძალაშია 2017 წლის 1 მარტიდან.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი