„საქართველოს საპატრიარქოს მარგვეთის ეპარქიისათვის ქ. ზესტაფონში სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გამოყოფის შესახებ”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№401
სარეგისტრაციო კოდი
390.040.020.08.002.003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 106, 28/09/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №401

2004 წლის 25 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს საპატრიარქოს მარგვეთის ეპარქიისათვის ქ. ზესტაფონში სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გამოყოფის შესახებ

„საქართველოს ტყის კოდექსის“ მე-17 მუხლის საფუძველზე და „სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გამოყოფისა და ამ უბნის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის, მისი შეზღუდვის, შეჩერებისა და აკრძალვის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 დეკემბრის №506 ბრძანებულების შესაბამისად:

1. დაკმაყოფილდეს საქართველოს საპატრიარქოს (მარგვეთის ეპარქიის) თხოვნა და რელიგიური და სარიტუალო ღონისძიებების (ეკლესიის მშენებლობის) ხელშეწყობისათვის ქ. ზესტაფონში გამოიყოს სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბანი.

2. მიჩენილ უბნად განისაზღვროს ქ. ზესტაფონში ცენტრალური საავადმყოფოს სამხრეთით მდებარე სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიის №28 კვარტ ა ლის №№2-5 ლიტერები (საერთო ფართობი –1,65 ჰა).

3. მიჩენის ვადად განისაზღვროს ოცი წელი.

4. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გამოყოფის მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო მეურნეობის დეპარტამენტსა და საქართველოს საპატრიარქოს შორის გასაფორმებელ ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ იქნეს, რომ გადაცემას არ დაექვემდებარება მიჩენილი უბნის ის ნაწილი, სადაც განთავსებულია აღნიშნული სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობები.

5. მიჩენილი უბნის გადაბარება განხორციელდეს ერთ თვეში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მ. სააკაშვილი