ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2017-2020 წლების განმავლობაში 20 000 ხე-მცენარის დარგვისა და მოვლისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №47 5
2017 წლის 14 მარტი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2017 -2020 წლების განმავლობაში 20 000 ხე-მცენარის დარგვისა და მოვლისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების თაობაზე
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მიეცეს უფლება, 2017 -2020 წლების განმავლობაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განახორციელოს 20 000 (ოცი ათასი) ხე-მცენარის დარგვისა და მოვლისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, 1 121 000 (ერთი მილიონ ასოცდაერთი ათასი) ლარის ფარგლებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით „გამწვანების ღონისძიებებისათვის“ გათვალისწინებული ასიგნებებიდან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი