„პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 1 ოქტომბრის №422 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №406
2004 წლის 25 სექტემბერი
ქ. თბილისი
„პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 1 ოქტომბრის №422 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 1 ოქტომბრის №422 ბრძანებულებაში (სსმ III, 2002 წ., №98) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-7 მუხლის 7.1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7.1. ტესტირება ტარდება სწორ პასუხებთან ერთად წინასწარ გამოქვეყნებული ტესტებიდან ასი საკითხის შერჩევის გზით“.
2. VI თავის „პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის“:
ა) „საქართველოს საკონსტიტუციო სამართლის“ ნაწილის თემა X ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თემა X. საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტის დანიშნულება და ძირითადი ფუნქციები. პრეზიდენტის არჩევის წესი და პირობები. საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი სტატუსი. პრეზიდენტი როგორც სახელმწიფოს მეთაური. პრეზიდენტი როგორც საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. ეროვნული უშიშროების საბჭო როგორც პრეზიდენტის სათათბირო ორგანო. საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენცია. პრეზიდენტის უფლებამოსილებანი სახელმწიფო ორგანოების ფორმირების პროცესში. პრეზიდენტის უფლებამოსილებანი, დაკავშირებული პარლამენტისა და მთავრობის საქმიანობასთან. პარლამენტში მთავრობის შემადგენლობის წარდგენისა და პარლამენტის დათხოვნის უფლება. სუსპენზიური ვეტოს უფლება. საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების წესი (იმპიჩმენტი). საქართველოს პრეზიდენტის სამართალშემოქმედებითი საქმიანობა.“;
ბ) „საქართველოს საკონსტიტუციო სამართლის ნაწილის X თემას დაემატოს შემდეგი შინაარსის X1 თემა:
„თემა X1.საქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობის უფლებამ ოსი ლებები და ძირითადი ფუნქციები. მთავრობის შემადგენლობის დაკომპლექტების წესი. პრემიერ-მინისტრის ფუნქციები და უფლებამოსილებები. მთავრობისთვის პარლამენტის მიერ ნდობისა და უნდობლობის გამოცხადების საკითხები.“;
გ) „საქართველოს საკონსტიტუციო სამართლის“ ნაწილის თემა XI ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თემა XI. სასამართლო ხელისუფლების კონსტიტუციური საფუძვლები
სასამართლო ხელისუფლების სისტემა. მართლმსაჯულების განხორციელება და საკონსტიტუციო სამართალწარმოება. საერთო სასამართლოების სისტემა.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო როგორც პრეზიდენტის სათათბირო ორგანო.
საქართველოს უზენაესი სასამართლო. მისი ფორმირების წესი და უფლებამოსილება. აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი სასამართლოების შექმნის წესი და უფლებამოსილებები. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლოების სამართლებრივი მდგომარეობა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის სრულ აღდგენამდე.
რაიონული (საქალაქო) სასამართლოები.
საოლქო სასამართლოები.
მართლმსაჯულების განხორციელების კონსტიტუციური პრინციპები.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შექმნის წესი, კომპეტენცია. საკონსტიტუციო სამართალწარმოების განხორციელების პროცესი. საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური წარდგინებით შესვლის უფლება.
მოსამართლეთა საქმიანობის კონსტიტუციური გარანტიები.
საქართველოს პროკურატურა. მისი შექმნის წესი და ფუნქციები.
საქართველოს ადვოკატურა.“;
დ) „საქართველოს საკონსტიტუციო სამართლის“ ნაწილის რეკომენდებული ლიტერატურის სია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რეკომენდებული ლიტერატურა:
საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუცია, თბ., 1995წ., აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია (ძირითადი კანონი).
კანონი საერთო სასამართლოების შესახებ.
კანონი ადვოკატთა შესახებ.
კანონი ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ.
კანონი საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ.
კანონი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შესახებ.
კანონი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შესახებ.
კანონი რეფერენდუმის შესახებ.
კანონი საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ.
კანონი საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ.
კანონი ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ.
კანონი საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ.
საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს საარჩევნო კოდექსი.
კანონი მოქალაქეობის შესახებ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დეპუტატთა არჩევნების შესახებ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრის სტატუსის შესახებ.
აბესაძე ა., საქართველოს ტერიტორიული მართვის კონსტიტუციური პრობლემები, პროფ. გ. ინწკირველის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული. თბ., 1996 წ., გვ. 106-111.
აბესაძე ა., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, 1996 წ., ჟურნ. „სამართალი“, №1-2.
ლორია ა., მოქალაქეობა საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით. 1996 წ.
ლორია ვ., საქართველოს ადმინისტრაციული სამართალი, თბ., 1995 წ.
მელქაძე ო., საზღვარგარეთის ქვეყნების სამართალი, თბ., 1995 წ.
მელქაძე ო., სიახლეების შესახებ ქართულ კონსტიტუციონალიზმში, პროფ. გ. ინწკირველის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული.
მელქაძე ო., საუბრები ქართულ კონსტიტუციაზე, თბ., 1996 წ.
მიქელაძე კ., დემოკრატიული სახელმწიფოს კონსტიტუცია და პარლამენტარული რესპუბლიკა, ჟურნ. „სამართალი“, 1991 წ. №3,4,5.
ნაკაშიძე ბ., თვითმმართველობა საქართველოში _ სამართლებრივ-პოლიტიკური პრობლემები, ბათუმი, 1994 წ.
სავანელი ბ., ხელისუფლების განაწილების პრინციპი და ადამიანის კონსტიტუციური გარანტიები, სამართლის რეფორმა საქართველოში“, 1994 წ.
საქართველოს სსრ კონსტიტუციური აქტების კრებული (1921-1978 წწ.), შემდგ.: გრ. ერემოვი, თბ., 1993 წ.
სურგულაძე ი., სახელმწიფო, ჟურნ. „სამართალი“, 1996 წ., №7-8.
ფუტკარაძე ი., უშუალო დემოკრატიის ადგილი და მნიშვნელობა საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივ მოწყობაში, ჟურნ. „სამართალი“, 1992 წ., №12, გვ. 2-8.
ფუტკარაძე ი., ხელისუფლების დანაწილების პრინციპი და საქართველოს სახელმწიფო წყობილება, ჟურნ. „სამართალი“, 1991 წ., გვ. 10.
ცნობილაძე პ., საქართველოს კონსტიტუციური სამართალი, თბ., 1996 წ.
ცნობილაძე პ., საქართველოს ნორმები და წესრიგის დამყარება საზოგადოებაში, ჟურნ. „სამართალი“, 1993 წ., №3-4.
ცნობილაძე პ., სახელმწიფოს პრობლემა თანამედროვე იურიდიულ მეცნიერებაში, ჟურნ. „სამართალი“, 1992 წ., №12, გვ.9-17.
ცნობილაძე პ., კონსტიტუციური (სახელმწიფო) სამართალი, ცნობარი, თბ., 1998 წ.
ჭანტურია ლ., ადამიანის ძირითადი უფლებები და საქართველოს მომავალი კონსტიტუცია, ჟურნ. „სამართალი“ 1993 წ., №5-6.
ჯინჯოლავა ზ., საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი, თბილისი, 1993 წ.
ჯინჯოლავა ზ., საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენცია 1995 წლის კონსტიტუციით, პროფ. გ. ინწკირველის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული, თბ., 1996 წ. გვ. 90-99. “;
ე) „სისხლის სამართლის” ნაწილის თემა XII ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თემა XII. სასჯელისაგან გათავისუფლება
სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება. სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით. სასჯელისაგან გათავისუფლება ავადმყოფობის გამო. სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლება გამამტყუნებელი განაჩენის ხანდაზმულობის გამო.“;
ვ) „სისხლის სამართლის” ნაწილის რეკომენდებული ლიტერატურის სიის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სისხლის სამართლის კოდექსი, მიღებული 1999 წლის 22 ივლისს, ცვლილებებითა და დამატებებით 2004 წლის 13 თებერვლამდე“.
მ. სააკაშვილი