სს „გუდვილის“ კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/13628-13
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ
2017 წლის 22 მარტი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
მოვალე - სს „გუდვილი”
კრედიტორები - შპს „არგო“, გიორგი მახათაძე, შპს „ალიანსი-საქართველო“, შპს „ევერესტი 2010“, შპს „ლიტვური საცხობი+“, შპს „თელავის მარანი“, შპს „გაგრა პლიუსი“, შპს „გეო ლატექსი“, შპს „იბერია პროდაქტი“, შპს „სადისტრიბუციო კომპანია მ&გ“, შპს „სოლედო“, შპს „ვინივერია ლოჯისტიკს“, შპს „დიპლომატ ჰოლდინგი“, შპს „ცენტურიონი“, შპს „სადისტრიბუციო კომპანია სარაჯიშვილი“, შპს „ივერიონი გრუპ“, შპს „სიფუდ გრუპ“, შპს „მარეტი“, შპს „ფუდლაინ 2012“, შპს „კომპანია ორბიტა“, შპს „ჯეო“, შპს „სუპერი“
წარმომადგენელი - ტარიელ ჩოჩიშვილი
მოთხოვნა - სს „გუდვილის“ კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის საკითხი და
გამოარკვია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია სს „გუდვილის“ გადახდისუუნარობის საქმე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართეს შპს „არგოს“, გიორგი მახათაძის, შპს „ალიანსი-საქართველოს“, შპს „ევერესტი 2010“-ის, შპს „ლიტვური საცხობი+“-ის და სხვათა წარმომადგენელმა ტარიელ ჩოჩიშვილმა და მოითხოვა კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევა შემდეგი დღის წესრიგით: რეაბილიტაციის მმართველის პოზიციიდან შპს „ბიზნეს ქეარ კორპორეიშენის“ გათავისუფლება, რეაბილიტაციის მმართველის შეცვლა, სს „გუდვილის“ ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირსა და რეაბილიტაციის მმართველს შორის უფლებამოსილების გამიჯვნა და ახალი რეაბილიტაციის მმართველის სახით შპს „ნექსია თიეის“ არჩევა.
სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება, საქმის მასალები და მიაჩნია, რომ განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის უფლება აქვთ მეურვეს, კრედიტორს (კრედიტორებს), რომელიც ფლობს კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 10%-ს, მოვალეს. რიგგარეშე კრება უნდა გაიმართოს სასამართლოში მოთხოვნის წარდგენიდან მე-5 დღეს.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27 -ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით
დაადგინა:
1. კრედიტორთა რიგგარეშე კრება მოწვეულ იქნეს 2017 წლის 28 მარტს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) სხდომის დარბაზი №1 შემდეგი დღის წესრიგით:
1.1. რეაბილიტაციის მმართველის პოზიციიდან შპს „ბიზნეს ქეარ კორპორეიშენის“ გათავისუფლება;
1.2. სს „გუდვილის“ ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირსა და რეაბილიტაციის მმართველს შორის უფლებამოსილების გამიჯვნა;
1.3. ახალი რეაბილიტაციის მმართველის სახით შპს „ნექსია თიეის“ არჩევა;
1.4. მის კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვა;
2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში “ და სასამართლოს ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი