„მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის №314 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №144 |
|
2017 წლის 23 მარტი ქ. თბილისი |
1. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 მუხლი:
„მუხლი 12. ამ დადგენილების 11 მუხლით გათვალისწინებული ორგანიზაციები სარგებლობენ საკონსულტაციო სტატუსის მქონე ორგანიზაციის სტატუსით. ამ ორგანიზაციებზე არ ვრცელდება ამავე დადგენილებით დამტკიცებული მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის დებულების 41 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
ა) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა6“ ქვეპუნქტი:
„ა6) ამ დებულების 41 მუხლით დადგენილი წესით, მიგრაციის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებს მიანიჭოს ან შეუწყვიტოს საკონსულტაციო სტატუსი;“;
ბ) მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:
„მუხლი 41. საკონსულტაციო სტატუსი
1. საკონსულტაციო სტატუსის მიზანია კომისიის ანალიტიკურ და ექსპერტულ შესაძლებლობათა გაძლიერება და მხარდაჭერა.
2. საკონსულტაციო სტატუსი შეიძლება მიენიჭოს ორგანიზაციას, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
ა) არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება მიგრაციის სფეროში, რაც დასტურდება მის მიერ განხორციელებული საქმიანობის მოკლე აღწერით;
ბ) ბოლო 3 წლის მანძილზე მიგრაციის სფეროში ორგანიზაციის ინიციატივით განხორციელებული პროექტები, მათ შორის, ქვეყნის სტრატეგიული ამოცანებიდან გამომდინარე, მიგრაციის სფეროში ბოლო 2 წლის მანძილზე განხორციელებული მინიმუმ 2 პროექტი, რაც დასტურდება პროექტების აღწერილობითა და მიღწეული შედეგების დახასიათებით.
3. საკონსულტაციო სტატუსის მოთხოვნის შესახებ განაცხადი და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია წარედგინება სამდივნოს, რომელიც საკითხს ამზადებს კომისიის სხდომაზე განსახილველად.
4. საკონსულტაციო სტატუსის მქონე ორგანიზაციები, კონკრეტული საჭიროებიდან გამომდინარე, კომისიის გადაწყვეტილებით/მიწვევით შეიძლება დაესწრონ კომისიის სხდომებსა და სამუშაო ჯგუფების შეხვედრებს, მონაწილეობა მიიღონ საკითხის განხილვაში და წარადგინონ შესაბამისი წინადადებები.
5. საკონსულტაციო სტატუსის მქონე ორგანიზაციები კომისიის სხდომებსა და სამუშაო ჯგუფების შეხვედრებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ სარგებლობენ ხმის მიცემის უფლებით.
6. ორგანიზაციას საკონსულტაციო სტატუსი შეიძლება შეუწყდეს, თუ:
ა) მოწვევის მიუხედავად, წელიწადში ორჯერ არ დაესწრო კომისიის სხდომას ან/და სამუშაო ჯგუფის შეხვედრას;
ბ) ბოლო 1 წლის მანძილზე არ განუხორციელებია პროექტები მიგრაციის სფეროში;
გ) საკონსულტაციო სტატუსის მინიჭების შემდეგ მის მიერ განხორციელებული პროექტები არ გამომდინარეობს მიგრაციის სფეროში ქვეყნის სტრატეგიული ამოცანებიდან.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ორგანიზაციას საკონსულტაციო სტატუსი შეუწყდება კომისიის მიერ საკითხის განხილვის გარეშე, ხოლო ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში, საკონსულტაციო სტატუსის შეწყვეტის საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს კომისია.
8. საკონსულტაციო სტატუსის მქონე ორგანიზაციების ნუსხა ქვეყნდება კომისიის ვებგვერდზე: www.migration.commission.ge.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის №314 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის №314 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.03.2017.
- როდის იქნა მიღებული „მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის №314 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის №314 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 23.03.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №144. სარეგისტრაციო კოდი — 010140010.10.003.019853.
- რამდენი მუხლისგან შედგება „მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის №314 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის №314 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის №314 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.03.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის №314 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №144, 23.03.2017, სარეგისტრაციო კოდი 010140010.10.003.019853 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.03.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3616922/