საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№550
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.023389
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/03/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება№55 0

2017 წლის23 მარტი

ქ. თბილისი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

მიეცეს უფლება საგარეჯოს მუნიციპალიტეტს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 მარტის №471 განკარგულების საფუძველზე დარჩენილი 19 631.21 (ცხრამეტი ათას ექვსას ოცდათერთმეტი ლარი და ოცდაერთი თეთრი) ლარი, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №506 განკარგულების საფუძველზე დარჩენილი 31 628.41 (ოცდათერთმეტი ათას ექვსას ოცდარვა ლარი და ორმოცდაერთი თეთრი) ლარი და „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 19 თებერვლის №265 განკარგულების საფუძველზე დარჩენილი 270 881.01 (ორას სამოცდაათი ათას რვაას ოთხმოცდაერთი ლარი და ერთი თეთრი) ლარი, ჯამში 322 140,63 (სამას ოცდაორი ათას ას ორმოცი ლარი და სამოცდასამი თეთრი) ლარი მიმართოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ცალკეულ სოფლებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად.

 

 

პრემიერ - მინისტრი                                           გიორგი კვირიკაშვილი