ხონის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№613
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.023472
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/04/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №613

2017 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

ხონის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

მიეცეს უფლება ხონის მუნიციპალიტეტს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №506 განკარგულების საფუძველზე გამოყოფილი თანხიდან დარჩენილი 4 331.40 (ოთხი ათას სამას ოცდათერთმეტი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარი და „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 19 თებერვლის №265 განკარგულების საფუძველზე გამოყოფილი თანხიდან დარჩენილი  19 102.55 (ცხრამეტი ათას ას ორი ლარი და ორმოცდათხუთმეტი თეთრი) ლარი, ჯამში ეკონომია 23 433.95 (ოცდასამი ათას ოთხას ოცდაცამეტი ლარი და ოთხმოცდათხუთმეტი თეთრი) ლარი მიმართოს შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის საჭირო საპროექტო და საექსპერტო მომსახურებების შესყიდვების განსახორციელებლად:

ა) ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის წყალმომარაგების სისტემის მოწყობა;

ბ) ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის სოფელ დიდ კუხთან დამაკავშირებელი გზის მოწყობა (სტაბილიზაციის მეთოდის გამოყენებით);

გ) ქალაქ ხონში ბაგრატიონისა და ბარათაშვილის ქუჩების კვეთაზე სკვერის მოწყობა;

დ) ქალაქ ხონში ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა;

ე) ქალაქ ხონში ვ. ბახტაძის ქუჩისა და სასპორტო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა;

ვ) ა(ა)იპ − ხონის კომუნალური სერვისცენტრის ტექნიკის დასაყენებელი სადგომის მოწყობა;

ზ) ქალაქ ხონში წმინდა ნინოს ქუჩისა და სოფელ დედალაურის დამაკავშირებელი გზის მოწყობა.

პრემიერ-მინისტრი                                                            გიორგი კვირიკაშვილი