შპს „აჭარისწყალი ჯორჯიასათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№560
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.023419
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/03/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №560

2017 წლის 23 მარტი

ქ. თბილისი

შპს „აჭარისწყალი ჯორჯიასათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ (ს/კ: 404401438) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 (ორმოცდაცხრა) წლის ვადით, სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით, წლიურ სარგებლობაში გადაცემის საფასურად – 2645 (ორი ათას ექვსას ორმოცდახუთი) ლარად, გადასცეს ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემის პირობებად განისაზღვროს:

ა) სარგებლობაში გადაცემის საფასურის –2645 (ორი ათას ექვსას ორმოცდახუთი) ლარის გადახდა ყოველწლიურად;

ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების გამოყენება საქართველოს მთავრობას, „Clean Energy Invest As“-სა და შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ შორის 2011 წლის 10 ივნისს გაფორმებული შეთანხმებით განსაზღვრული შუახევის ჰიდროელექტროსადგურის აშენებისა და ექსპლუატაციაში მიღების მიზნით.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                                    გიორგი კვირიკაშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „შპს „აჭარისწყალი ჯორჯიასათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „აჭარისწყალი ჯორჯიასათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.03.2017.
როდის იქნა მიღებული „შპს „აჭარისწყალი ჯორჯიასათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
„შპს „აჭარისწყალი ჯორჯიასათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ მიღებულია 23.03.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №560. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.023419.
სად არის „შპს „აჭარისწყალი ჯორჯიასათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.03.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „აჭარისწყალი ჯორჯიასათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, №560, 23.03.2017, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023419 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.03.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3623541/