სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აჭარ ენერჯი – 2007-ისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№749
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.023567
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/05/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №749

2017 წლის 13 აპრილი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აჭარ ენერჯი – 2007-ისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „აჭარ ენერჯი – 2007“-ს (საიდენტიფიკაციო კოდი: 245591426) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 (ორმოცდაცხრა) წლის ვადით, წლიურ სარგებლობაში გადაცემის საფასურად, 520 (ხუთას ოცი) ლარად, აღნაგობის უფლებით გადასცეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ მახოში მდებარე 271.00 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №22.28.08.392).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემის პირობებად განისაზღვროს:

ა) სარგებლობაში გადაცემის საფასურის – 520 (ხუთას ოცი) ლარის გადახდა ყოველწლიურად;

ბ) უძრავი ქონების გამოყენება საქართველოს მთავრობას, შპს „აჭარ ენერჯი – 2007“-ს, შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და შპს „ენერგოტრანსს“ შორის 2011 წლის 1 ივლისს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით განსაზღვრული ჰიდროელექტროსადგურების „კირნათისა“ და „ხელვაჩაური I-ის“ მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის მიზნით.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

 

 

პრემიერ-მინისტრი                                            გიორგი კვირიკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აჭარ ენერჯი – 2007-ისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აჭარ ენერჯი – 2007-ისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.04.2017.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აჭარ ენერჯი – 2007-ისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აჭარ ენერჯი – 2007-ისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ მიღებულია 13.04.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №749. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.023567.
სად არის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აჭარ ენერჯი – 2007-ისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.04.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აჭარ ენერჯი – 2007-ისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, №749, 13.04.2017, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023567 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.04.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3649602/