შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „აჭარ ენერჯი-2007“-სათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1630
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.019675
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/08/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1630

2015 წლის 24 ივლისი

ქ. თბილისი

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „აჭარ ენერჯი-2007“-სათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების დანართში მითითებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები,შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 (ორმოცდაცხრა) წლის ვადით, უსასყიდლო აღნაგობის უფლებით, გადასცეს შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ს (ს/კ №245591426).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემის პირობად განისაზღვროს შპს „აჭარ ენერჯი 2007“-ის მიერ ამ განკარგულების დანართში მითითებული უძრავი ქონების გამოყენება საქართველოს მთავრობას, შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ს, შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და შპს „ენერგოტრანსს“ შორის 2011 წლის პირველ ივლისს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით (2015 წლის 31 იანვარს გაფორმებული შეთანხმებით განსაზღვრული ცვლილებების გათვალისწინებით) განსაზღვრული ჰიდროელექტროსადგურების - კირნათისა და ხელვაჩაური I-ის მშენებლობის, ოპერირების და ფლობის მიზნით.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ,ამ განკარგულების შესრულების მიზნით,უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „აჭარ ენერჯი-2007“-სათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „აჭარ ენერჯი-2007“-სათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.07.2015.
როდის იქნა მიღებული „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „აჭარ ენერჯი-2007“-სათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
„შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „აჭარ ენერჯი-2007“-სათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ მიღებულია 24.07.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1630. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.019675.
სად არის „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „აჭარ ენერჯი-2007“-სათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.07.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „აჭარ ენერჯი-2007“-სათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, №1630, 24.07.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019675 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.07.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2942267/