„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ბახვი ჰაიდრო პაუერისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 ოქტომბრის №27/10/02 განკარგულებით განსაზღვრულისგან განსხვავებული პირობის დადგენის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1608
2015 წლის 23 ივლისი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ბახვი ჰაიდრო პაუერისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 ოქტომბრის №27/10/02 განკარგულებით განსაზღვრულისგან განსხვავებული პირობის დადგენის თაობაზე
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ №1037-Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დადგინდეს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ბახვი ჰაიდრო პაუერისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 ოქტომბრის №27/10/02 განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისაგან განსხვავებული შემდეგი საპრივატიზებო პირობა:
„საქართველოს მთავრობასა და შპს „ბახვი ჰაიდრო პაუერს“ შორის 2009 წლის 14 მაისს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებული ჰიდროელექტროსადგურის აშენება და ექსპლუატაციაში მიღება, ამავე მემორანდუმის პირობების შესაბამისად.“.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი