შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№197
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.020819
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/02/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება  №197

2016 წლის 11 თებერვალი

ქ. თბილისი

შპს  „აჭარ ენერჯი-2007“-ისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

 1.  „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების დანართში მითითებული არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწის ნაკვეთები,  შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 (ორმოცდაცხრა) წლის ვადით, უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადასცეს შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ს (ს/კ:  №245591426).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემის პირობად განისაზღვროს შპს „აჭარ ენერჯი 2007“-ის მიერ ამავე უძრავი ქონების გამოყენება საქართველოს მთავრობას, შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ს, შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და შპს „ენერგოტრანსს“ შორის 2011 წლის პირველ ივლისს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით (2015 წლის 31 იანვარს გაფორმებული შეთანხმებით განსაზღვრული ცვლილებების გათვალისწინებით) განსაზღვრული ჰიდროელექტროსადგურების - კირნათისა და ხელვაჩაური I-ის მშენებლობის, ოპერირების და ფლობის მიზნით.  

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა  - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                                              გ. კვირიკაშვილი

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.02.2016.
როდის იქნა მიღებული „შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
„შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ მიღებულია 11.02.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №197. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.020819.
სად არის „შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.02.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, №197, 11.02.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020819 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.02.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3193956/