კომპანია „Gardabani Holdings B.V.“-სა და სს „თელასთან“ მოლაპარაკებების წარმოებაზე უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №587
2017 წლის 24 მარტი
ქ. თბილისი
კომპანია „Gardabani Holdings B.V.“-სა და სს „თელასთან“ მოლაპარაკებების წარმოებაზე უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე
1. ცნობად იქნეს მიღებული კომპანია „Gardabani Holdings B.V. -ის“ შეტყობინება, შპს „ხრამი ჰესი 1-ისა“ და შპს „ხრამი ჰესი 2-ის“ წილების პრივატიზების შესახებ 2011 წლის 12 აპრილს დადებული ხელშეკრულებისა და სს „თელასის“ შეტყობინება საქართველოს მთავრობასთან 2013 წლის 31 მარტს დადებული მემორანდუმის ფარგლებში საარბიტრაჟო წარმოების დაწყების გაფრთხილების თაობაზე.
2. კომპანია „Gardabani Holdings B.V.-სა“ და სს „თელასთან“ საქართველოს მთავრობის სახელით მოლაპარაკებების წარმოების უფლება მიენიჭოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს, ვიცე-პრემიერს, კახა კალაძეს, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეებს: ირაკლი ხმალაძეს, ილია ელოშვილს, მარიამ ვალიშვილსა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, გოჩა ლორთქიფანიძეს.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „კომპანია „Gardabani Holdings B.V.“-სა და სს „თელასთან“ მოლაპარაკებების წარმოებაზე უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „კომპანია „Gardabani Holdings B.V.“-სა და სს „თელასთან“ მოლაპარაკებების წარმოებაზე უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.03.2017.
- როდის იქნა მიღებული „კომპანია „Gardabani Holdings B.V.“-სა და სს „თელასთან“ მოლაპარაკებების წარმოებაზე უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე“?
- „კომპანია „Gardabani Holdings B.V.“-სა და სს „თელასთან“ მოლაპარაკებების წარმოებაზე უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე“ მიღებულია 24.03.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №587. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.023400.
- სად არის „კომპანია „Gardabani Holdings B.V.“-სა და სს „თელასთან“ მოლაპარაკებების წარმოებაზე უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.03.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „კომპანია „Gardabani Holdings B.V.“-სა და სს „თელასთან“ მოლაპარაკებების წარმოებაზე უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე“, №587, 24.03.2017, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023400 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.03.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3624439/