,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2013 წლის 13 მაისის №93 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ბრძანება №18 |
|
2017 წლის 30 მარტი ქ. თბილისი |
1. მე-3 მუხლის:
ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) შესაბამის საჯარო დაწესებულებებთან კონსულტაციების შემდეგ ფართობის შერჩევა, რომელიც უნდა შესთავაზონ ინვესტორებს ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად. ფართობის შეთავაზების ფორმისა (ტენდერი ან აუქციონი) და ინვესტორთან დასადები ხელშეკრულების ფორმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;“;
ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებული ყველა ხელშეკრულების მომზადება, მოლაპარაკების წარმოება და ხელშეკრულების ხელმოწერა. ხელშეკრულების მომზადების და მოლაპარაკების პროცესში სააგენტო უფლებამოსილია მოითხოვოს დახმარება ნებისმიერი საჯარო დაწესებულებიდან, სახელმწიფო საწარმოსა და ორგანიზაციიდან;“;
გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) სახელმწიფოს სახელით ინვესტორისათვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად საჭირო ლიცენზიების გაცემა; ყველა საჭირო უფლებამოსილების, მინაკუთვნის, ნებართვის, სერტიფიკატის დამტკიცება და გაცემა ან გაცემის გარანტიის მიცემა. სააგენტოს მიმართვის შემთხვევაში ყველა საჯარო დაწესებულება, სახელმწიფო საწარმო და ორგანიზაცია ვალდებულია მოამზადოს და გადასცეს მას მოთხოვნილი დოკუმენტები;“.
2. მე-5 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის:
ა.ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) თვალყურს ადევნებს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების/ერთეულების საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას, აგრეთვე თვალყურს ადევნებს სააგენტოს თანამშრომელთა გადაწყვეტილებებსა და საქმიანობას კანონით დადგენილი წესით;“;
ა.ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) უფლება აქვს მოითხოვოს ყველა საჭირო მონაცემი და ინფორმაცია სამინისტროებიდან, სხვა საჯარო უწყებებიდან, აგრეთვე იმ პირთაგან, რომლებიც აწარმოებენ ნავთობისა და გაზის ოპერაციებს, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობას საქართველოში;“;
ა.გ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) ძალდაკარგულად ცნობს მოადგილის, სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელთა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს კანონის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, საქართველოს მთავრობის დადგენილებებსა და განკარგულებებს, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ბრძანებებს, აგრეთვე სააგენტოს უფროსის ბრძანებებს;“;
ა.დ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) კანონით განსაზღვრული წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ნორმატიულ აქტს – ბრძანება და სხვა სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ზედამხედველობს მათ შესრულებას;“;
ა.ე) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ნ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების/ერთეულების ხელმძღვანელებს და სხვა თანამშრომლებს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;“;
ბ) მე-3– მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სააგენტოს უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც საქართველოს ენერგეტიკის მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი.
4. სააგენტოს უფროსის არყოფნისას სააგენტოს უფროსის უფლებამოსილებას, უფროსის დავალებით, ასრულებს მისი მოადგილე.
5. სააგენტოს უფროსის მოადგილის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
6. სააგენტოს უფროსს, მის მოადგილეს და თანამშრომლებს უფლება არა აქვთ ჰქონდეთ პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური კავშირი საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობის განმახორციელებელ და/ან მწარმოებელ რომელიმე სუბიექტთან.“.
3. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. სააგენტოს სტრუქტურა
1. სააგენტოს სტრუქტურა შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მათი სტრუქტურული ერთეულებისაგან.
2. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ხელშეკრულებებისა და საქმიანობის ლიცენზიების დეპარტამენტი;
ბ) ნავთობისა და გაზის ოპერაციების დეპარტამენტი;
გ) იურიდიულ და ადმინისტრაციულ საქმეთა დეპარტამენტი.
3. სააგენტოს დეპარტამენტების სტრუქტურული ერთეულებია:
ა) სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველო;
ბ) ნავთობისა და გაზის ხელშეკრულებების სამმართველო;
გ) საქმიანობის ლიცენზიების სამმართველო;
დ) საინფორმაციო ანალიტიკური სამმართველო;
ე) გარემოს დაცვისა და ტექნიკური უსაფრთხოების მონიტორინგის სამმართველო.“.
3. მე-7 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ძ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს უფროსის და მისი მოადგილის სხვა დავალებებისა და კანონმდებლობით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“;
ბ) მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს უფროსის და მისი მოადგილის სხვა დავალებებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“;
გ) შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:
„მუხლი 71. დეპარტამენტების სტრუქტურული ერთეულები
1. იურიდიულ და ადმინისტრაციულ საქმეთა დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულია სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველო.
2. ხელშეკრულებებისა და საქმიანობის ლიცენზიების დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ნავთობისა და გაზის ხელშეკრულებების სამმართველო;
ბ) საქმიანობის ლიცენზიების სამმართველო.
3. ნავთობისა და გაზის ოპერაციების დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) საინფორმაციო ანალიტიკური სამმართველო;
ბ) გარემოს დაცვისა და ტექნიკური უსაფრთხოების მონიტორინგის სამმართველო;
4. დეპარტამენტების სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია განისაზღვრება სააგენტოს უფროსის მიერ დამტკიცებული სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებით.“.
4. მე-8 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:
„მუხლი 81. სტრუქტურული ერთეულის მართვა
1. დეპარტამენტის სტრუქტურაში შემავალ სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი.
2. სამმართველოს უფროსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სააგენტოს უფროსის, სააგენტოს უფროსის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე.
3. სამმართველოს უფროსი სამმართველოზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს სამმართველოს მიკუთვნებულ კორესპონდენციას სამმართველოს თანამშრომლებს შორის;
გ) უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას და ზედამხედველობს სამმართველოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;
დ) ახორციელებს სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას;
ე) კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს უწევს სააგენტოს უფროსის და მისი მოადგილის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის დავალებების შესრულებას;
ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.
5. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საშტატო ნუსხის, ხელფასისა და დანამატის ფონდის განსაზღვრა;“.
6. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სააგენტოს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა ან სიმბოლიკა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს სააგენტოს თანამდებობის პირთა და თანამშრომელთა სავიზიტო ბარათებზე, სააგენტოს სხვა ბეჭდვით გამოცემებსა და სააგენტოს სუვენირებზე.“.
|