„ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №82 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№35
სარეგისტრაციო კოდი
100100010.22.038.016793
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/05/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №35

2017 წლის 4 მაისი

ქ. თბილისი

 

„ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №82 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №82 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 17.05.2013, 100100010.22.038.016044) დამტკიცებულ წესში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. მე-5 მუხლის მე-5 პუნქტს  „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები:  

„ე) ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფსიქოლოგიური შეფასების ფორმას (დანართი №191);

ვ) ფსიქოლოგის კონსულტაციის ჩანაწერის ფორმას (დანართი №192).“.

2. წესს მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:

„მუხლი 71. დაწესებულების სოციალური განყოფილების/სექტორის ფსიქოლოგის მიერ ფსიქოლოგის კონსულტაციის ჩანაწერისა და ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფსიქოლოგიური შეფასების ფორმის წარმოების წესი

1. ფსიქოლოგის კონსულტაციის ჩანაწერისა და ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფსიქოლოგიური შეფასების ფორმას აწარმოებს პენიტენციური დაწესებულების სოციალური განყოფილების/სექტორის ფსიქოლოგი (შემდგომში – ფსიქოლოგი).

2. ფსიქოლოგის კონსულტაციის ჩანაწერისა და ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფსიქოლოგიური შეფასების ფორმის წარმოებისას ფსიქოლოგი ხელმძღვანელობს პროფესიული ეთიკით და მოქმედებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.

3. ფსიქოლოგის კონსულტაციის ჩანაწერის წარმოება სავალდებულოა ფსიქოლოგის  ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ყოველი შეხვედრის შემდგომ.

4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფსიქოლოგიური შეფასების ფორმის შევსება სავალდებულოა, ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროებებიდან გამომდინარე.

5. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფსიქოლოგიური შეფასების ფორმას ავსებს ფსიქოლოგი. აღნიშნული ფორმის შევსება სავალდებულოა, როცა ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროებებიდან გამომდინარე ხდება მისი რეფერირება ფსიქოლოგიურ სერვისში. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფსიქოლოგიური შეფასების  ფორმა უნდა შეივსოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფსიქოლოგიური შეფასების  ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ჩატარებული პირველი  სესიის შემდეგ, ინდივიდუალური (კონკრეტული ბენეფიციარის) საჭიროებიდან გამომდინარე.

6. ფსიქოლოგის კონსულტაციის ჩანაწერისა და ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფსიქოლოგიური შეფასების ფორმა არ წარმოადგენს პირად საქმეში შესატან დოკუმენტაციას.

7. ფსიქოლოგის კონსულტაციის ჩანაწერისა და ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფსიქოლოგიური შეფასების ფორმა პირად საქმეს დაერთვის მხოლოდ ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა დაწესებულებაში გადაყვანის ან პირადი საქმის დაარქივების შემთხვევაში.

8. სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის არქივის სამმართველოში ან სხვა  დაწესებულებაში გადასაგზავნი ფსიქოლოგის კონსულტაციის ჩანაწერისა და ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფსიქოლოგიური შეფასების ფორმა პირად საქმეს დაერთვის დალუქულ მდგომარეობაში.

9. ფსიქოლოგის კონსულტაციის ჩანაწერისა და ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფსიქოლოგიური შეფასების ფორმა ინახება  დაწესებულების სოციალური განყოფილების/სექტორის  ოთახში სათანადოდ დალუქულ რკინის კარადაში და მისი გაცნობისა და შესაბამისი ამონაწერის გაკეთების უფლება აქვთ ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის დანართი №221-ით განსაზღვრულ პირებს.“.

3. წესს  დანართი №19-ის   შემდეგ დაემატოს დანართი №191 და დანართი №192 თანდართული რედაქციით.

4. წესს დანართი №22- ის  შემდეგ დაემატოს დანართი №221 თანდართული რედაქციით.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №82 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №82 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.05.2017.
როდის იქნა მიღებული „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №82 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №82 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 04.05.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №35. სარეგისტრაციო კოდი — 100100010.22.038.016793.
რამდენი მუხლისგან შედგება „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №82 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №82 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №82 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.05.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №82 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №35, 04.05.2017, სარეგისტრაციო კოდი 100100010.22.038.016793 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.05.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3629540/