„არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №180 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №36 |
|
2017 წლის 4 მაისი ქ. თბილისი |
1. მე-9 მუხლს „დ" ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები:
„ე) არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფსიქოლოგიური შეფასების ფორმის წარმოებას (დანართი №23);
ვ) ფსიქოლოგის კონსულტაციის ჩანაწერის ფორმის წარმოებას (დანართი N24).“.
2. წესს მე-13 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 მუხლი:
„მუხლი 131. დაწესებულების სოციალური განყოფილების/სექტორის ფსიქოლოგის მიერ ფსიქოლოგის კონსულტაციის ჩანაწერისა და არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფსიქოლოგიური შეფასების ფორმის წარმოების წესი
1. ფსიქოლოგის კონსულტაციის ჩანაწერისა და არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფსიქოლოგიური შეფასების ფორმას აწარმოებს დაწესებულების სოციალური განყოფილების/სექტორის ფსიქოლოგი (შემდგომში – ფსიქოლოგი).
2. ფსიქოლოგის კონსულტაციის ჩანაწერისა და არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფსიქოლოგიური შეფასების ფორმის წარმოებისას ფსიქოლოგი ხელმძღვანელობს პროფესიული ეთიკით და მოქმედებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.
3. ფსიქოლოგის კონსულტაციის ჩანაწერის წარმოება სავალდებულოა ფსიქოლოგის არასრულწლოვან ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ყოველი შეხვედრის შემდგომ.
4. არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფსიქოლოგიური შეფასების ფორმის შევსება სავალდებულოა, არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროებებიდან გამომდინარე.
5. არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფსიქოლოგიური შეფასების ფორმას ავსებს ფსიქოლოგი. აღნიშნული ფორმის შევსება სავალდებულოა, როცა არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროებებიდან გამომდინარე ხდება მისი რეფერირება ფსიქოლოგიურ სერვისში. არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფსიქოლოგიური შეფასების ფორმა, უნდა შეივსოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფსიქოლოგიური შეფასების არასრულწლოვან ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ჩატარებული პირველი სესიის შემდეგ, ინდივიდუალური (კონკრეტული ბენეფიციარის) საჭიროებიდან გამომდინარე.
6. ფსიქოლოგის კონსულტაციის ჩანაწერისა და არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფსიქოლოგიური შეფასების ფორმა არ წარმოადგენს პირად საქმეში შესატან დოკუმენტაციას.
7. ფსიქოლოგის კონსულტაციის ჩანაწერისა და არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფსიქოლოგიური შეფასების ფორმა პირად საქმეს დაერთვის მხოლოდ არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა დაწესებულებაში გადაყვანის ან პირადი საქმის დაარქივების შემთხვევაში.
8. სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის არქივის სამმართველოში ან სხვა დაწესებულებაში გადასაგზავნი ფსიქოლოგის კონსულტაციის ჩანაწერისა და არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფსიქოლოგიური შეფასების ფორმა პირად საქმეს დაერთვის დალუქულ მდგომარეობაში.
9. ფსიქოლოგის კონსულტაციის ჩანაწერისა და არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფსიქოლოგიური შეფასების ფორმა ინახება დაწესებულების სოციალური განყოფილების/სექტორის ოთახში სათანადოდ დალუქულ რკინის კარადაში და მისი გაცნობისა და შესაბამისი ამონაწერის გაკეთების უფლება აქვთ ამ ბრძანების დანართი №211-ით განსაზღვრულ პირებს.“.
3. წესის დანართ №21-ს მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი და მოსამსახურეები.“.
4. წესს დანართი №21-ის შემდეგ დაემატოს დანართი №211 თანდართული რედაქციით.
5. წესს დანართი №22 -ის შემდეგ დაემატოს დანართი №23 და დანართი №24 თანდართული რედაქციით.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №180 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №180 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.05.2017.
- როდის იქნა მიღებული „არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №180 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №180 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 04.05.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №36. სარეგისტრაციო კოდი — 100110000.22.038.016794.
- რამდენი მუხლისგან შედგება „არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №180 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №180 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №180 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.05.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №180 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №36, 04.05.2017, სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016794 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.05.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3629509/