„არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №180 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№157
სარეგისტრაციო კოდი
100110000.22.038.016750
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №157

2016 წლის 22 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №180 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №180 ბრძანებაში (www.mats№e.gov.ge, 04/01/2016, 100110000.22.038.016595) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:

1. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) კომპეტენციის ფარგლებში ავსებს არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის დახასიათებას  („ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების მეთოდოლოგიის, წესისა და სტანდარტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის №132/№95/№23 ერთობლივი ბრძანების პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №5-ის შესაბამისად);“.

2. მე-8 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) კომპეტენციის ფარგლებში ავსებს არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის დახასიათებას  („ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების მეთოდოლოგიის, წესისა და სტანდარტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის №132/№95/№23 ერთობლივი ბრძანების პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №5-ის შესაბამისად);“.

3. მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის დახასიათების ფორმის შევსებას კომპეტენციის ფარგლებში („ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების მეთოდოლოგიის, წესისა და სტანდარტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის №132/№95/№23 ერთობლივი ბრძანების პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №5-ის შესაბამისად);“.

4. მე-19 მუხლის მე-11 - მე-13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ექვს თვეში ერთხელ, სოციალური განყოფილება პირად საქმეს დაურთავს არასრულწლოვანი მსჯავრდებულის დახასიათებას („ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების მეთოდოლოგიის, წესისა და სტანდარტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის №132/№95/№23 ერთობლივი ბრძანების პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №5-ის შესაბამისად), რომელშიც აისახება მონაცემები მისი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ.

12. სამინისტროს ადგილობრივ საბჭოში იგზავნება „ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების მეთოდოლოგიის, წესისა და სტანდარტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის №132/№95/№23 ერთობლივი ბრძანების პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №5-ის შესაბამისად შევსებული არასრულწლოვანი მსჯავრდებულის დახასიათება.

13. სამინისტროს პენიტენციური დაწესებულების დირექტორი შეწყალების საკითხთა კომისიას,  მომართვის საფუძველზე, „შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის №120 ბრძანებულებით დადგენილ ვადაში, უგზავნის „ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების მეთოდოლოგიის, წესისა და სტანდარტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის №132/№95/№23 ერთობლივი ბრძანების პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №5-ის შესაბამისად შევსებულ არასრულწლოვანი მსჯავრდებულის დახასიათებას.“.

5. დანართი №20-ის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი, გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე და გენერალური ინსპექციის მოსამსახურეები.“.

6. დანართი №21 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

დანართი №21

 

იმ პირთა ნუსხა, რომელთაც აქვთ სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობის უფლება

1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი.

2. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე.

3. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) იურიდიული  დეპარტამენტის უფროსი, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და დეპარტამენტის მოსამსახურე, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობას.

4. სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი, გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე და გენერალური ინსპექციის მოსამსახურეები.

5. სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის (შემდგომში – სამედიცინო დეპარტამენტი) უფროსი.

6. სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

7. სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის პირველადი ჯანდაცვის და ამბულატორიული სერვისების სამმართველოს უფროსი.

8. სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის სპეციალიზებული სამედიცინო სერვისების სამმართველოს უფროსი.

9. სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ის მოსამსახურეები, რომლებიც ორგანიზებას უწევენ სამედიცინო სახის დოკუმენტაციის მიმოსვლასა და წარმოებას.

10. სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის წევრები.

11. სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარის მიერ დანიშნული ექიმი ან ექიმთა ჯგუფი.

12. სამინისტროს ფსიქიატრიული კომისიის წევრები.“.

 

7. დანართი №22 ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 26 დეკემბრიდან.

 


საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი