სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს წარმომადგენლობა საქართველოს სასამართლოებში და კერძო არბიტრაჟში;
ბ) სამინისტროს წარმომადგენლობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში;
გ) დეპარტამენტის უფროსის გადაწყვეტილებით, სამინისტროს წარმომადგენლობა შესაბამის უწყებებში ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას;
დ) დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ინფორმაციის გამოთხოვა სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისგან და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისგან;
ე) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავების ანალიზი;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის და, საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს სისტემის ორგანოებისათვის იურიდიული კონსულტაციების გაწევა;
ზ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების თაობაზე გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების განხილვა და სამართლებრივი დასკვნების მომზადებ