სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:

ა) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა – წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა-შეჯერება-კორექტირება საფინანსო სამმართველოსთან და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოსთან ამ უკანასკნელის მიერ განსაზღვრული წლიური მოთხოვნილებების შესაბამისად;

ბ) წლიური შესყიდვების გეგმის (ან წლიური შესყიდვების გეგმაში ცვლილების) სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენა;

გ) წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის, წინამოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, სავარაუდო ფასების განსაზღვრა, შესყიდვის საშუალების შერჩევა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, სატენდერო პროცედურების წარმართვა, სატენდერო დოკუმენტაციისა და წინადადებების, აგრეთვე სხვა დოკუმენტაციის მიღება-გაცემა და აღრიცხვა;

ე) სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებული საკითხების შეთანხმება საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან;

ვ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ ხელშეკრულებათა პროექტების მომზადება;

ზ) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ოპერატიული, კვარტალური და ხელშეკრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშების წარდგენა საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოშ