საფინანსო სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა;
ბ) წლიური საბიუჯეტო კანონით სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ბიუჯეტის პროექტის შედგენა და საბიუჯეტო დეპარტამენტში წარდგენა;
გ) წლიური საბიუჯეტო კანონით სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხარჯების ყოველკვარტალური განწერის შედგენა და საბიუჯეტო დეპარტამენტში წარდგენა;
დ) წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების დამტკიცებულ გეგმებში საჭიროების მიხედვით ცვლილებების მომზადება და საბიუჯეტო დეპარტამენტში წარდგენა;
ე) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილ ვადებში სამინისტროს კვარტალური (3 თვე, 6 თვე და 9 თვე) და წლიური ანგარიშების მომზადება და საბიუჯეტო დეპარტამენტში წარდგენა;
ვ) ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების (BDD) დოკუმენტში სამინისტროს პრიორიტეტების ასახვის მიზნით, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად სამინისტროს საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება და დადგენილ ვადებში საბიუჯეტო დეპარტამენტში წარდგენა;
ზ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის შრომის ანაზღაურების და სხვა სახელფასო ვალდებულებების კვარტალური განაწილების დროული წარდგენა სახაზინო სამსახურში რეგისტრაციისთვის;
თ) წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით გამოყოფილი ფულადი სახსრების მართვაში მონაწილეობის მიღება;
ი) საბუღალტრო აღრიცხვის სწორი ორგანიზება;
კ) საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობისა და მათი შრომის ანაზღაურების შესახებ კვარტალური და წლიური პერიოდულობის მონაცემების მომზადება და მათი დანიშნულებისამებრ წარდგენა;
ლ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების დარიცხვა და დროული გაცემა;
მ) ორგანიზაციებთან და ცალკეულ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა დროული აღრიცხვა;
ნ) ძირითადი აქტივებისა და მატერიალური მარაგების აღრიცხვა და დამუშავება, აგრეთვე მატერიალური მარაგების, ფულადი ანგარიშების, დებიტორებთან და კრედიტორებთან ანგარიშსწორების ინვენტარიზაციის ჩატარებაში მონაწილეობა და შესაბამისი აღრიცხვა;
ო) ყოველკვარტალური და წლიური ბიუჯეტისა და ბიუჯეტგარეშე სახსრების ხარჯთანუსხის შესრულების ანგარიშის (ბალანსის) შედგენა და წარდგენა სამინისტროს სახაზინო სამსახურში;
პ) ინსპექტირების ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, საჯარიმო სანქციის ოდენობის დაანგარიშება და შემდგომი საჭირო ღონისძიებების განხორციელება;
ჟ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის საბიუჯეტო პროცესის მართვა, ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად საბიუჯეტო ასიგნებათა განაწილება და ბიუჯეტის ანგარიშგება, საბუღალტრო აღრიცხვის ორგანიზება, შესაბამისი გადარიცხვების წარმოება და ფინანსური ანგარიშის (ბალანსი) შედგენა. სამსახურის ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვ