ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. განმუხურში კონკრეტული ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 07.04.2017
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №23
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016311
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/04/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.04.2017 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავა | ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
მარტვილის მუნიციპალიტეტში, კურორტ ლებარდეს განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების თაობაზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაქვი-ციხისძირის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ ახმეტის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმის დამტკიცების თაობაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 7206.00 კვ.მ გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. განმუხურში კონკრეტული ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №23
2017 წლის 7 აპრილი
ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. განმუხურში კონკრეტული ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი’’ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის, მე-10 მუხლის ,,ბ’’ პუნქტის, და ტექნიკური რეგლამენტის -დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილების შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
ა) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. განმუხურში კონკრეტული ,,ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება (დანართი №1);
ბ) რუკა (დანართი №2).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ნანავა
დანართი №1
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. განმუხურში კონკრეტული ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება
მუხლი 1🔗
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. განმუხურში კონკრეტული ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების საგანი, მიზნები, ამოცანები და შემადგენლობა
1.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. განმუხურში კონკრეტული ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები (შემდგომში განაშენიანების რეგულირების წესები) შედგენილია „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ტექნიკური რეგლამენტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილების (შემდგომში – განაშენიანების ძირითადი დებულებები) მოთხოვნათა შესაბამისად, წარმოადგენს რა ქალაქთმშენებლობითი რეგულირების სისტემის ნაწილს, არეგულირებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – განმუხური) ტერიტორიისათვის ქალაქთმშენებლობის სპეციფიკურ სამართლებრივ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ამ სამართალურთიერთობის მონაწილეთა და მესამე პირთა უფლება-მოვალეობებს.
2. განაშენიანების რეგულირების წესების მიზანია კონკრეტულ ტერიტორიაზე:
ა) უძრავი ნივთების განვითარების, გამოყენების და მათში ცვლილებების შეტანის პროცესების რეგულირება;
ბ) სამშენებლო საქმიანობისათვის ტერიტორიებისა და მიწის ნაკვეთ(ებ)ის გამოყენების სპეციფიკური პირობების დადგენა.
3. განაშენიანების რეგულირების წესები მოიცავს.
ა) სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის, ზონირების ნაწილის შემუშავების პირობებს;
ბ) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების პირობებს;
გ) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების განსაკუთრებულ შემთხვევებს და პირობებს;
დ) მიწის ნაკვეთ(ებ)ზე შენობა-ნაგებობათა განთავსების პირობებს, მათი მაქსიმალური სიმაღლეების განსაზღვრას და მათი ნაწილების საოზგადოებრივ სივრცეში შეჭრის პირობებს;
ე) კონკრეტული მიწის ნაკვეთ(ებ)ის გამოყენების და განაშენიანების პირობებს, როდესაც არ არსებობს შესაბამის ტერიტორიაზე უფლებრივი ზონირების დოკუმენტი.
მუხლი 2🔗
ტერმინთა განმარტება
სოფ. განმუხურში კონკრეტული ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების გამოყენებისას ტერმინებს იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებულ „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესითაა განსაზღვრული.
მუხლი 3🔗
განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების შემუშავებისათვის წინასაპროექტო კვლევა
1. განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების შემუშავებისათვის საჭიროა წინასაპროექტო კვლევა.
2. წინასაპროექტო კვლევა მოიცავს:
ა) ფიზიკური გარემოს კვლევას;
ბ) დოკუმენტურ კვლევას;
გ) ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას.
3. ფიზიკური გარემოს კვლევა მოიცავს:
ა) საპროექტო ტერიტორიის ორთოფოტო სურათს არსებული მდგომარეობით;
ბ) საპროექტო ტერიტორიის ტოპოგეოდეზიურ რუკას;
გ) საპროექტო ტერიტორიის ზოგად გეოლოგიურ და სეისმურ მონაცემებს;
დ) საპროექტო ტერიტორიის ზოგად კლიმატურ (ბუნებრივი ნალექების, ქარის,
მზის გამოსხივების) მონაცემებს;
ე) საპროექტო ტერიტორიის არსებული ბუნებრივი ფასეულობების მონაცემებს;
ვ) საპროექტო ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების მონაცემებს;
ზ) საპროექტო ტერიტორიის არსებულ ეკოლოგიურ მონაცემებს;
თ) საპროექტო ტერიტორიაზე არსებული წყალსადენის და საყოფაცხოვრებო წყალარინების ძირითად და ლოკალურ ქსელს;
ი) საპროექტო ტერიტორიაზე არსებული ელექტრომომარაგების ძირითად და ლოკალურ ქსელს;
კ) საპროექტო ტერიტორიაზე არსებულ ბუნებრივი აირით მომარაგების ძირითად და ლოკალურ ქსელს;
ლ) საპროექტო ტერიტორიაზე არსებული სანიაღვრე წყალარინების ძირითად და ლოკალურ ქსელს;
მ) საპროექტო ტერიტორიაზე არსებული ძირითადი და ლოკალური გზების და ქუჩების ქსელს;
ნ) საპროექტო ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა მონაცემებს.
4. დოკუმენტური კვლევა მოიცავს საპროექტო ტერიტორიაზე, მისი დაგეგმარებისათვის საჭირო, არსებული ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების სამართლებრივი აქტების, სამართლებრივი რეჟიმების და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მონაცემებს, დაკავშირებულ ანალიტიკურ და სამეცნიერო მასალებს.
5. ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება მოიცავს საპროექტო ტერიტორიის ძირითად მიზნებს, ამოცანებს და დაგეგმარების მიზანშეწონილობას.
6. ისტორიული განაშენიანების დაცვისა და განაშენიანების რეგულირების ზონებში განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების შემუშავების საფუძველს წარმოადგენს ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა, რომელიც მოიცავს კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონებისა და მასში არსებული ძეგლების, ისტორიულად ჩამოყალიბებული გარემოს ამსახველ ინფორმაციულ და ანალიტიკურ მასალას.
7. განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების შემუშავება ხდება ამ მუხლით განსაზღვრული ჩამონათვლიდან იმ მონაცემებით, რომლებიც აუცილებელია დაგეგმარებითი ამოცანებისათვის. ასევე დაგეგმარებითი ამოცანებისათვის შესაძლებელია განისაზღვროს წინასაპროექტო კვლევისთვის სხვა დამატებითი მონაცემები.
მუხლი 4🔗
განაშენიანების რეგულირების გეგმის შემადგენლობა
1. განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავების საფუძველია კანონმდებლობა, მათ შორის „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონი, არსებობის შემთხვევაში, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა და კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება.
2. განაშენიანების რეგულირების გეგმა მოიცავს:
ა) ზონირების ნაწილს;
ბ) საინჟინრო ნაწილს;
გ) ტექსტურ ნაწილს;
დ) თემატურ ნაწილს.
3. ზონირების ნაწილი წარმოადგენს საპროექტო ტერიტორიის მიწათსარგებლობის კონკრეტულ უფლებრივ ზონირებას, რომელიც შესაძლებელია მოიცავდეს:
ა) მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტებს;
ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტებს;
გ) მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტებს;
დ) საპროექტო ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთების განაწილების რუკას (მიწის ნაკვეთის ნომრის და ფართობის ჩვენებით);
ე) განაშენიანების რეგულირების ხაზებს (წითელ ხაზებს);
ვ) განაშენიანების სავალდებულო ხაზებს (ლურჯ ხაზებს);
ზ) მიწის ნაკვეთებზე შენობათა განთავსების სქემებს.
4. საინჟინრო ნაწილი შესაძლებელია მოიცავდეს:
ა) საპროექტო ტერიტორიაზე წყალსადენის და საყოფაცხოვრებო წყალარინების ძირითადი და ლოკალური ქსელის რუკას, კონკრეტული მიწის ნაკვეთებისთვის განკუთვნილი სიმძლავრეების მითითებით;
ბ) საპროექტო ტერიტორიაზე ელექტრომომარაგების ძირითადი და ლოკალური ქსელის რუკას, კონკრეტული მიწის ნაკვეთებისთვის განკუთვნილი სიმძლავრეების მითითებით;
გ) საპროექტო ტერიტორიაზე ბუნებრივი აირით მომარაგების ძირითადი და ლოკალური ქსელის რუკას, კონკრეტული მიწის ნაკვეთებისთვის განკუთვნილი სიმძლავრეების მითითებით;
დ) საპროექტო ტერიტორიაზე სანიაღვრე წყალარინების ძირითადი და ლოკალური ქსელის რუკას, კონკრეტული მიწის ნაკვეთებისთვის განკუთვნილი სიმძლავრეების მითითებით;
ე) საპროექტო ტერიტორიაზე ძირითადი და ლოკალური გზების და ქუჩების ქსელის რუკას.
5. ტექსტური ნაწილი მოიცავს:
ა) განაშენიანების რეგულირების გეგმის აღწერას;
ბ) განაშენიანების რეგულირების გეგმის განმარტებით ბარათს;
გ) განაშენიანების რეგულირების გეგმის ეფექტიანობის (ხეირიანობის) შეფასებას.
დ) განაშენიანების რეგულირების გეგმის განხორციელების ეტაპებს და რიგითობას;
6. ისტორიული განაშენიანების დამცავ და რეგულირების ზონებში განაშენიანების რეგულირების გეგმა, გარდა ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, დამატებით უნდა მოიცავდეს შემდეგ ნაწილებს:
ა) მოთხოვნებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რეაბილიტაციის შესახებ:
ა.ა) მოთხოვნებს სარეაბილიტაციო ობიექტებში (ძეგლები და კულტურული მემკვიდრეობის სხვა ობიექტები, ფონური განაშენიანება, საზოგადოებრივი სივრცე) ჩარევის შესახებ;
ბ) მოთხოვნებს ტერიტორიების განვითარებისა და ახალმშენებლობის შესახებ:
ბ.ა) კონსერვაციისა და განვითარების არეალების იდენფიკაცია ასაღები და შესანარჩუნებელი შენობების მითითებით);
ბ.ბ) ახალმშენებლობის დასაშვები პრამეტრები (მასშტაბი, სიმაღლე, სივრცითი და გეგმარებითი კონფიგურაცია, ფასადების რითმი, ფენესტრაცია);
ბ.გ) მოთხოვნებს საზოგადოებრივი სივრცის კეთილმოწყობის თაობაზე”.
7. თემატური ნაწილი გეგმარებითი დავალებიდან გამომდინარე შესაძლებელია მოიცავდეს თემატურ საკითხებს.
მუხლი 5🔗
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. განმუხურში კონკრეტული ტერიტორია განისაზღვრება 2.528 კვ.კმ-ით, რომელიც მდებარეობს საზღვრებში:
ა) დასავლეთით შავი ზღვის სანაპირო;
ბ) აღმოსავლეთით მოსახლეობა (ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები);
გ) ჩრდილოეთით პირობითი ადმინისტრაციული საზღვარი;
დ) სამხრეთით მდინარე ენგურის სანაპირო.
დანართი №2