საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის გამოსავლენად ჩატარებული ტენდერის ფარგლებში, საქართველოში ლატარიის ორგანიზებისა და ჩატარების ექსკლუზიური უფლების მინიჭების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და გამარჯვებულ პრეტენდენტთან დასადები ხელშეკრულების მომზადების, გამარჯვებულ პრეტენდენტთან მოლაპარაკებების წარმოებისა და მასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№695
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.023471
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/04/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №695

2017 წლის6 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის გამოსავლენად ჩატარებული ტენდერის ფარგლებში, საქართველოში ლატარიის ორგანიზებისა და ჩატარების ექსკლუზიური უფლების მინიჭების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და გამარჯვებულ პრეტენდენტთან დასადები ხელშეკრულების მომზადების, გამარჯვებულ პრეტენდენტთან მოლაპარაკებების წარმოებისა და მასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების  სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის  საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი  და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის გამოსავლენად ჩატარებული ტენდერის ფარგლებში, საქართველოში ლატარიის ორგანიზებისა და ჩატარების ექსკლუზიური უფლების მინიჭების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და გამარჯვებულ პრეტენდენტთან დასადები ხელშეკრულების მომზადების, მოლაპარაკებების წარმოებისა და მასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების (CPV 79400000 − ბიზნესსა და მენეჯმენტთან დაკავშირებული კონსულტაციები და მომსახურებები) სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“  საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში.

 

 

პრემიერ - მინისტრი                                            გიორგი კვირიკაშვილი