„სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-19/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016435
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/04/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-19/ნ

2017 წლის 19 აპრილი

ქ. თბილისი

 

„სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანებით (სსმ III, 26.02.2010, №23, მუხ. 312) დამტკიცებული №1 დანართის (სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესი და პირობები): 
1. მე-2 მუხლს  5პუნქტის შემდეგ  დაემატოს შემდეგი შინაარსის 5პუნქტი:

„52.  სააღმზრდელო დაწესებულება – სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულება.“.

2. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. დედათა და ბავშვთა თავშესაფარში მოთავსებას ექვემდებარება სხვადასხვა პრობლემების მქონე დედა, ასევე სხვადასხვა პრობლემების მქონე ქალი, რომელიც ორსულობის არანაკლებ 26-ე კვირაში იმყოფება არასრულწლოვან შვილ(ებ)თან ერთად, თუკი  ერთ-ერთი  შვილი მაინც არის 10 წლამდე ასაკის და ეს უკანასკნელ(ნ)ი მიტოვების ან ინსტიტუციაში მოხვედრის რისკის წინაშე იმყოფებიან. აღნიშნული პირ(ებ)ის მოსათავსებლად საჭიროა შემდეგი დოკუმენტები:

ა) მაძიებლ(ებ)ის პირადობის დამადასტურებელი საბუთის (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი, ან დაბადების მოწმობის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) – თუ პირ(ებ)ი არასრულწლოვანია;

ბ) მაძიებლ(ებ)ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“.

 

3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 4. სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღება

„1. მაძიებლის სააღმზრდელო დაწესებულებაში (დაფინანსების წყაროს მიუხედავად, მათ შორის, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სააღმზრდელო დაწესებულებაში), აგრეთვე  სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სხვა სპეციალიზებულ დაწესებულებაში (გარდა ნაპოვნი ბავშვისა, სხვა გადაუდებელი შემთხვევისა და დღის ცენტრში მოთავსების მაძიებელი შშმ პირისა (მათ შორის შშმ ბავშვისა) და მიუსაფარი ბავშვის) განთავსებაზე გადაწყვეტილებას იღებს რეგიონული საბჭო.

2. რეგიონული საბჭოს/რეგიონული საბჭოს თამჯდომარის გადაწყვეტილებით ამ წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პირებიდან დედა შვილთან (შვილებთან),  თუ ერთი შვილი 1 წლამდე ასაკისაა, და/ან ორსული ქალი  დედათა და ბავშვთა თავშესაფარში  მოთავსდებიან არაუმეტეს 12 თვის ვადით, ხოლო ამ წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული სხვა პირები – არაუმეტეს 8 თვის ვადით.

3. დღის ცენტრში და მიუსაფარ  ბავშვთა თავშესაფარში მიუსაფარი ბავშვის განთავსებაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე უფროსი სოციალური მუშაკი, მის მიერ შევსებული/ხელმოწერით დადასტურებული მაძიებლის ანკეტის საფუძველზე.  მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარში მიუსაფარი ბავშვი თავსდება არაუმეტეს 18 თვის განმავლობაში, ხოლო ამ ვადის ამოწურვის შემდეგ აღნიშნული მომსახურების ვადის 6 თვით გაგრძელებაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე უფროსი სოციალური მუშაკი რეგიონული საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად. უფროსი სოციალური მუშაკის გადაწყვეტილების სტანდარტულ ფორმას ამტკიცებს სააგენტო. უფროსი სოციალური მუშაკისათვის შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭება განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4. სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე, ნაპოვნი ბავშვის და სხვა გადაუდებელ შემთხვევაში, სააღმზრდელო დაწესებულებაში და დედათა და ბავშვთა თავშესაფარში განთავსებაზე გადაწყვეტილებას იღებს რეგიონული საბჭო/რეგიონული საბჭოს თავმჯდომარე (გარდა მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრისა).

5. სათემო ორგანიზაციაში, ფონდის ფილიალებში – ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატებში გადაუდებელი წესით პირის განთავსებაზე, სოციალური მუშაკის შეფასებისა და დასკვნის საფუძველზე, სამინისტროსთან შეთანხმებით, გადაწყვეტილებას იღებს რეგიონული საბჭო/რეგიონული საბჭოს თავმჯდომარე.

6. მაძიებლის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სპეციალიზებულ დაწესებულებაში (გარდა სააღმზრდელო დაწესებულებისა) განთავსებაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ განსაზღვრული პირი.

7. სპეციალიზებულ დაწესებულებაში (გარდა ნაპოვნი ბავშვისა და სხვა გადაუდებელი შემთხვევისა, მიუსაფარ ბავშვთა და შშმ ბავშვთა დღის ცენტრში და მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარში მიუსაფარი ბავშვის მოთავსებისა) პირის მოსათავსებლად სოციალური მუშაკი ახორციელებს დოკუმენტაციის შესწავლას/დედანთან შესაბამისობის შემოწმებას, მაძიებლის შეფასებას და მომსახურებაში მოთავსების მიზანშეწონილობის შესახებ დასკვნას ამზადებს ყველა საჭირო დოკუმენტაციის მიღებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში. ამასთან, თუ გამოვლინდა ბავშვის მიტოვების რისკი ან ძალადობის რაიმე ფორმის ნიშნები, სოციალური მუშაკი ახდენს შესაბამის რეაგირებას და განსახილველად გადასცემს სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შესაბამის რეგიონულ საბჭოს (შემდგომში – რეგიონული საბჭო).

8. მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვთა დღის ცენტრში მოთავსების საკითხი რეგიონული საბჭოს მიერ განიხილება დღის ცენტრებში მოსათავსებელი მაძიებლების რეესტრის რიგითობის მიხედვით, შემდეგი თანმიმდევრობით:  რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები ოჯახების ბავშვები, ბენეფიციარები, რომლებიც ამ მომსახურებით სარგებლობდნენ წინა 12 თვის განმავლობაში (მიუხედავად მომსახურებით სარგებლობის ვადისა), „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” რეგისტრირებული იმ ოჯახების ბავშვები, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა ყველაზე უფრო დაბალია არაფულადი მომსახურების თაობაზე განაცხადის წარდგენის დღისთვის,  შშმ ბავშვთა და პირთა (მათ შორის, მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე, ასევე ქცევის მნიშვნელოვანი აშლილობით სხვა გონებრივი ჩამორჩენის მქონე შშმ ბავშვთა) დღის ცენტრში მოთავსების საკითხი განიხილება/გადაწყვეტილება მიიღება სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის უფროსის მიერ მაძიებლების რეესტრის რიგითობის მიხედვით, შემდეგი თანმიმდევრობით – რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები ოჯახების ბავშვები, მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვები, ბენეფიციარები, რომლებიც ამ მომსახურებით სარგებლობდნენ წინა 12 თვის განმავლობაში (მიუხედავად მომსახურებით სარგებლობის ვადისა), „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” რეგისტრირებული იმ ოჯახების ბავშვები, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა ყველაზე უფრო დაბალია არაფულადი მომსახურების თაობაზე განაცხადის წარდგენის დღისთვის.

9. პირის ხანდაზმულთა ან შშმ პირთა პანსიონატში ან სათემო ორგანიზაციაში მოთავსების საკითხი რეგიონული საბჭოს მიერ განიხილება ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატებში და სათემო ორგანიზაციებში მოსათავსებელი მაძიებლების რეესტრის რიგითობის მიხედვით, შემდეგი თანმიმდევრობით: სხვა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებიდან გადასაყვანი ბენეფიციარები, სკოლა-პანსიონის 18 წელს მიღწეული აღსაზრდელები და ამ წესის შესაბამისად გადაუდებელი წესით განსათავსებელი პირები, სააგენტოს დირექტორის მიერ დამტკიცებული და სამინისტროსთან შეთანხმებული შეფასების ინსტრუმენტის საფუძველზე იდენტიფიცირებული მუდმივი მოვლის/მეთვალყურეობის საჭიროების მქონე შშმ პირები, პირები, რომელთაც არ ჰყავთ მკვეთრი და მნიშვნელოვანი შეზღუდვის მქონე ან ხანდაზმული შვილ(ებ)ი და/ან მეუღლე, მინდობით აღზრდიდან გასული პირები სახელმწიფო ზრუნვიდან გასვლის ერთი წლის განმავლობაში, ასევე ის პირები, რომლებსაც უფრო ადრე აქვთ სააგენტოში წარდგენილი განაცხადი არაფულადი მომსახურების თაობაზე, მაძიებლის მიერ განაცხადში უნდა მიეთითოს სასურველი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულ(ებ)ი. ამასთან, მაძიებელი, ხანდაზმულთა ან შშმ პირთა პანსიონატში ან სათემო ორგანიზაციაში მოთავსების შესახებ სააგენტოს მიერ წერილობით შეთავაზებაზე შეთავაზებიდან 14 სამუშო დღის  განმავლობაში თანხმობის ხელმოწერით  დაუდასტურებლობის შემთხვევაში, ამოღებულ იქნება რეესტრიდან და მისი ხელახლა ჩართვა მოხდება ყველა აუცილებელი პროცედურის გავლის შემდეგ (გარდა საპატიო შემთხვევისა, როცა მაძიებელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იმყოფება სტაციონარულ დაწესებულებაში). ამ წესის შესაბამისად, გადაუდებელი წესით განსათავსებელი პირები სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსდებიან არსებული თავისუფალი ადგილების შესაბამისად, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების შერჩევის გარეშე.

10. სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებასთან ერთად რეგიონული საბჭო იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნულ დაწესებულებაში ბენეფიციარის სრული სახელმწიფო დაფინანსებით/თანადაფინანსებით/დაფინანსების გარეშე მოთავსების თაობაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

11. სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე წერილობით ეცნობება დაინტერესებულ მხარეს გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც  სააგენტო არის დაინტერესებული მხარე.

12. სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსებას არ ექვემდებარებიან მაძიებლები (გარდა ამ წესის მე-3 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულისა, როდესაც წინასწარ არ არის იდენტიფიცირებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა):

ა) მწვავე ინფექციური დაავადებით;

ბ) ტუბერკულოზის აქტიური ფორმით;

გ) აქტიური სიფილისით;

დ) კანის გადამდები დაავადებით;

ე) თავისა და ზურგის ტვინის თიაქრების ღია ფორმით;

ვ) ცენტრალური ნერვული სისტემის მწვავე დაავადებით.“.

4. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ნაპოვნი ბავშვის და სხვა გადაუდებელ შემთხვევაში, ბავშვის სააღმზრდელო დაწესებულებაში (გარდა მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრისა), აგრეთვე პირის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებაში – დედათა და ბავშვთა თავშესაფარში, სათემო ორგანიზაციაში, ფონდის ფილიალებში – ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატებში განთავსებისას, რეგიონული საბჭოს/რეგიონული საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილების ასლი (ოქმიდან ამონაწერი) მომსახურების მიმწოდებლის/სააღმზრდელო დაწესებულების პასუხისმგებელ პირს გადაეცემა აღნიშნულ დაწესებულებაში პირის მოთავსებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები მომსახურების მიმწოდებლის/სააღმზრდელო დაწესებულების პასუხისმგებელ პირს გადაეცემა აღნიშნულ დაწესებულებაში პირის მოთავსებიდან არაუგვიანეს 2 თვისა, ხოლო ფონდის ფილიალებში – ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატებში გადაუდებელი წესით განთავსების შემთხვევაში – შესაბამისი დოკუმენტების მოპოვებისთანავე.“.

5. მე-8 მუხლის:
ა) პირველი  პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,ე) თუ პირი გადაყვანილ/ჩარიცხულ იქნა სხვა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებაში;“,

ბ) მე-8 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სააღმზრდელო დაწესებულებიდან, აგრეთვე სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სპეციალიზებული დაწესებულებიდან ბენეფიციარის (გარდა მიუსაფარი ბავშვისა) გაყვანის/ამორიცხვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს რეგიონული საბჭო.  მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარში მიუსაფარი ბავშვი თავსდება არაუმეტეს 18 თვის განმავლობაში, ხოლო ამ ვადის ამოწურვის შემდეგ აღნიშნული მომსახურების ვადის 6 თვით გაგრძელებაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე უფროსი სოციალური მუშაკი რეგიონული საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად. უფროსი სოციალური მუშაკის გადაწყვეტილების სტანდარტულ ფორმას ამტკიცებს სააგენტო. უფროსი სოციალური მუშაკისათვის შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭება განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

6. ბრძანებით დამტკიცებული  №3 დანართის სათაური  (პირის სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან გაყვანის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „პირის სპეციალიზებულ დაწესებულებაში (გარდა დღის ცენტრისა) მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან გაყვანის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიზაზა სოფრომაძე