„ქალაქ ქუთაისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების წესების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2008 წლის 4 აპრილის №153 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №176 |
|
2017 წლის 26 აპრილი ქ. ქუთაისი |
1. დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ზონირების დამოუკიდებელი სავალდებულო რუკის საზღვრების (ქუჩების მიხედვით) ჩამონათვალი დანართი №5-ის შესაბამისად.“
(დანართი №5 დადგენილებას თან ერთვის)
2. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის (ქალაქ ქუთაისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების წესები) მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) სტრუქტურულად ჩამოყალიბებული განაშენიანების ფარგლებში დასაშვებია 100 კვადრატულ მეტრამდე ტერიტორიის 100%-ით განაშენიანება ყველა სახის სტრუქტურული და ფუნქციური ზონისათვის თუ იგი ერთ საკადასტრო ერთეულში (კოდში) რეგისტრირებულია 2015 წლის 30 იანვრამდე;
„ე) სტრუქტურულად ჩამოყალიბებული განაშენიანების ფარგლებში დასაშვებია 20 კვადრატულ მეტრამდე ტერიტორიის 100%-ით განაშენიანება ყველა სახის სტრუქტურული და ფუნქციური ზონისათვის, თუკი ტერიტორიის გამოყენება ხდება ავტოფარეხის მშენებლობისათვის“.
|
მწვანე ყვავილას ქუჩა №32-ის ჩათვლით საზღვარი გადის მწვანე ყვავილას ქუჩის №11-მდე, შემდეგ მიუყვება მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროს, კვეთს მდინარე რიონს დავით და კონსტანტინეს ქუჩის №51-თან და პეტრე იბერის ქუჩამდე (მარცხენა მხარე), გაივლის ქეთევან წამებულის ქუჩის №8-მდე, ქეთევან წამებულის (მარცხენა მხარე), გაივლის ჩანჩიბაძის ქუჩის II შესახვევს და ჩანჩიბაძის ქუჩის №14-დან გადადის ყაზბეგის ქუჩის №45-ის ჩათვლით და უერთდება დები იშხნელების (მარცხენა მხარე) ქუჩას. გაივლის დები იშხნელების ქუჩას ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე, შედის სხირტლაძის ქუჩაზე გაფრინდაშვილის ქუჩის გადაკვეთამდე, გადის ვასილ კიკვიძის ქუჩის II ჩიხის №8-ის ჩათვლით და ვასილ კიკვიძის ქუჩის II ჩიხის №19-ის ჩათვლით რუსთაველის გამზირის VIII ჩიხს №22-დან უერთდება ნიკიტინის ქუჩას რუსთაველის გამზირის VIII ჩიხის №11-მდე, გაივლის რუსთაველის გამზირის VIII ჩიხს, გადაკვეთს რუსთაველის გამზირს და შედის გრიშაშვილის ქუჩაზე, გაივლის გრიშაშვილის ქუჩას №31-მდე და №31-დან შედის ტაბიძის ქუჩაზე და ტაბიძის ქუჩიდან აული გალაევ-ნიჟარაძის ქუჩამდე ხვდება ყაუხჩიშვილის ქუჩის III ჩიხში და მიუყვება მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროს, უერთდება თეთრ ხიდს და გადის მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროს და ა.წერეთლის ქუჩის №96-ის ჩათვლით გადის დავით აღმაშენებლის გამზირის №5-მდე, გაივლის 100-საფეხურიან კიბეებს თამარ მეფის ქუჩამდე, გაივლის თამარ მეფის ქუჩას კოტე ბარქაიას ქუჩამდე და სოლომონ I ქუჩას №29-მდე, კვეთს რუსაძისა და პაოლო იაშვილის ქუჩებს და ნაზარიშვილის ქუჩის გავლით გადის თბილისის ქუჩაზე, შემდეგ გადის ჩირაძისა და ბურჯანაძის ქუჩაზე და გელათის ქუჩის გავლით ხვდება აზერბაიჯანის ქუჩაზე, გაივლის ქვარიანისა და ვასაძის ქუჩას №22-მდე და გაპონოვის ქუჩის №52-დან გადის გაპონოვის ქუჩის IV შესახვევზე და კიბულის ქუჩის გავლით მთავრდება კიბულის ქუჩის I შესახვევამდე.
პეტრე იბერისა და დავით და კონსტანტინეს ქუჩების გადაკვეთიდან საზღვარი გაივლის ბოტანიკური ბაღის გარე პერიმეტრზე ლესელიძის ქუჩის №4-მდე და დავით და კონსტანტინეს ქუჩის გავლით გადის ასლანიკაშვილის ქუჩაზე და ჩანჩიბაძის ქუჩის №35-მდე გადადის ანტონ კათალიკოსის ქუჩაზე, №39-დან გაივლის ცაცხვების ქუჩას ისიანის ქუჩამდე. ისიანის ქუჩის №1-დან ვაჟა-ფშაველას ქუჩის IV შესახვევის №8-დან №26-ის ჩათვლით გადის ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე და ვასილ კიკვიძის ქუჩიდან შედის ვასილ კიკვიძის ქუჩის III ჩიხში და პეტრიწის ქუჩის II შესახვევით უერთდება პეტრიწის ქუჩას, გაივლის ბარნოვის ქუჩის №5-მდე, ბარნოვის ქუჩის №9-დან ჩამოდის ჯავახიშვილის ქუჩის №2-მდე, გაივლის რუსთაველის გამზირის №101-მდე და რუსთაველის გამზირის VII ჩიხის №3-მდე, შემოდის დია-ჩიანელის ქუჩის №28-დან გველესიანის ქუჩაზე და გველესიანის ქუჩის I ჩიხამდე გაივლის გველესიანის ქუჩის №93, №91, №89, №87, №81, №79-მდე და თავისუფლების ქუჩის №8-მდე, თავისუფლების ქუჩის №6-დან ფარნავაზ მეფის ქუჩიდან მოხვდება გველესიანის ქუჩაზე, გაივლის ბერი თევდორეს ქუჩის II შესახვევს და ბერი თევდორეს ქუჩას, უერთდება გველესიანის ქუჩას და დუმბაძის ქუჩიდან გაივლის ჩეჩელაშვილის ქუჩას, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩას, მალანიას ქუჩას და ხანძთელის ქუჩას. ხანძთელის ქუჩიდან დავით აღმაშენებლის გამზირით გადაივლის დავით აღმაშენებლის სახელობის ხიდს და მიუყვება რიონის მარცხენა სანაპიროს სამხრეთით, შედის განჯის ქუჩის I შესახვევის №33-დან მანდარიას ქუჩაზე რკინიგზის სადგურ „ქუთაისი 1-მდე,“ გადის კუპრაძის ქუჩის №3-მდე, გაივლის ტყაბლაძის ქუჩას, წმინდა სამების ქუჩას, 26 მაისის ქუჩას, ზარდალიშვილის ქუჩის, ტყიბულის ქუჩის, გელათის ქუჩისა და კიბულის ქუჩის გავლით მთავრდება გაპონოვის ქუჩის IV შესახვევამდე.