ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10 |
|
2017 წლის 26 აპრილი ქ. ახალციხე |
|
2. დარბაზში გაწევრიანება შეუძლია ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი ნებისმიერი დაინტერესებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წარმომადგენელს, ასევე საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
3. დაინტერესებულ სამეწარმეო თუ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, თავისი ინტერესების განხორციელებისათვის, საზოგადოებრივ დარბაზში შეიძლება ჰყავდეს არაუმეტეს 2 წარმომადგენელი.
4. დარბაზის წევრთა რეგისტრაციას ახდენს საკრებულოს აპარატი. დარბაზის წევრთა რეგისტრაცია იწყება საკრებულოს შესაბამისი განკარგულების გამოქვეყნების დღიდან. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ სამეწარმეო თუ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს ან საზოგადოების წარმომადგენელს, საკრებულოს განკარგულების გამოქვეყნების შემდეგ, ნებისმიერ დროს აქვს უფლება მიმართოს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს (შემდგომში – „საკრებულოს აპარატი“) საზოგადოებრივი დარბაზის წევრად მისი და ასევე მისი წარმომადგენლის (წარმომადგენლების) რეგისტრაციის შესახებ. დარბაზის წევრთა რაოდენობა არ შეიძლება შეზღუდული იყოს.
ა) წინასწარ განიხილოს საკრებულოს სამუშაო გეგმის პროექტები და საკრებულოს ან/და საკრებულოს ბიუროს დღის წესრიგის პროექტები, გამოთქვას თავისი მოსაზრებები და წარადგინოს წერილობითი რეკომენდაციები განხილულ პროექტებთან დაკავშირებით;
ბ) შესთავაზოს საკრებულოს ან/და საკრებულოს ბიუროს დღის წესრიგში ცალკეული საკითხების შეტანა;
გ) წინასწარ განიხილოს საკრებულოს სხდომაზე განსახილველი ნორმატიული აქტების პროექტები და გამოთქვას (წარადგინოს) თავისი მოსაზრებები;
დ) მოითხოვოს საკრებულოს ბიუროსა და საზოგადოებრივი დარბაზის ერთობლივი სხდომის ჩატარება სპეციალური დღის წესრიგით;
ე) მოამზადოს, განიხილოს და წარუდგინოს საკრებულოს ან/და მერის წინადადებები მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;
ვ) მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის გამოკითხვების და საზოგადოებრივი განხილვების ჩატარების ორგანიზებაში;
ზ) დააყენოს საკრებულოს წინაშე საზოგადოებრივი დარბაზის დებულებაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის საკითხი;
თ) მოისმინოს ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების ანგარიშები;
ი) განახორციელოს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტითა და ამ დებულებით დადგენილი სხვა უფლებამოსილებები.
ა) თანაბარ საწყისებზე მონაწილეობდეს დარბაზის მუშაობაში;
ბ) ფიზიკური ან იურიდიული პირის შემთხვევაში წარმომადგენლის (წარმომადგენლების) მეშვეობით განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები, ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია;
გ) ნებისმიერ დროს გავიდეს დარბაზის შემადგენლობიდან, საკუთარი განცხადების საფუძველზე;
დ) განახორციელოს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტითა და ამ დებულებით მასზე დაკისრებული სხვა უფლებამოსილებანი.
2. დარბაზის წევრი იურიდიული პირი ვალდებულია უზრუნველყოს დარბაზის სხდომაზე საკუთარი წარმომადგენლის (წარმომადგენლების) დასწრება და მონაწილეობა მიიღოს დარბაზის მუშაობაში.
3. იმ შემთხვევაში, თუკი დარბაზის წევრად რეგისტრირებული პირი ზედიზედ სამჯერ არ მიიღებს მონაწილეობას დარბაზის მუშაობაში, ასეთ პირს, დარბაზის გადაწყვეტილებით, შეუწყდება დარბაზის წევრობა.
2. დარბაზის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საზოგადოებრივ დარბაზის წევრად რეგისტრირებული არანაკლებ 5 წევრის ინიციატივით, წინადადების საკრებულოს აპარატში შეტანიდან 10 დღის ვადაში.
3. საზოგადოებრივი დარბაზის სხდომას ხელმძღვანელობს და წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.
4. დარბაზის სხდომის დღის წესრიგს ადგენს დარბაზის სხდომის თავმჯდომარე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დარბაზი წინასწარ მიიღებს გადაწყვეტილებას დღის წესრიგის შესახებ. დარბაზის წევრთა წინადადებით, დღის წესრიგში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები. დღის წესრიგს და მასში ცვლილებების შეტანას ამტკიცებს დარბაზი საერთო წესით.
5. საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შეიძლება ჩატარდეს საკრებულოს ბიუროსა და საზოგადოებრივი დარბაზის ერთობლივი სხდომა სპეციალური დღის წესრიგით.
6. დარბაზის წევრებს სხდომის დაწყებამდე სამი დღით ადრე მაინც უნდა ეცნობოს დარბაზის სხდომის ჩატარების ადგილი, თარიღი, დრო და სავარაუდო დღის წესრიგი, ასევე დაურიგდეთ დარბაზის სხდომის მასალები. ინფორმაცია დარბაზის სხდომისა და მისი დღის წესრიგის შესახებ სხდომამდე 3 დღით ადრე ქვეყნდება ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 119-ე მუხლით დადგენილი წესით.
2. დარბაზის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია ან ფარული კენჭისყრით.
3. დარბაზის წევრად რეგისტრირებულ პირს კენჭისყრისას აქვს ერთი ხმა.
4. დარბაზი, განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, იღებს რეკომენდაციებს, დასკვნებს, წინადადებებს, ხოლო ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით – გადაწყვეტილებებს.
2. საზოგადოებრივი დარბაზი უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება დარბაზის წევრად რეგისტრირებული პირების ნახევარზე მეტი.
3. დარბაზის სხდომას, როგორც წესი, ესწრება საკრებულოს თავმჯდომარე და მერი, ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენელი (საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, მერის მოადგილე).
4. დარბაზის სხდომაზე საკითხის განხილვისას წინადადებების შემოტანის უფლება აქვთ როგორც დარბაზის წევრებს, ასევე დარბაზის სხდომაზე მოწვეულ და დამსწრე პირებს, დარბაზის სხდომის თავმჯდომარის ნებართვით.
5. დარბაზის წევრს, რომელიც არ ეთანხმება დარბაზის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს თავისი მოსაზრება შეიტანოს დარბაზის სხდომის ოქმში და საკრებულოს ბიუროს ან/და საკრებულოს სხდომაზე მოითხოვოს მისი გაცნობა ან თანამომხსენებლად მისი წარმომადგენლის გამოსვლა. დარბაზის წევრის ეს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
6. საკრებულოს ბიუროს ან/და საკრებულოს სხდომაზე დარბაზის რეკომენდაციის, დასკვნის, წინადადების გამოსატანად, დარბაზის გადაწყვეტილებით, ინიშნება ერთი ან რამდენიმე მომხსენებელი.
7. დარბაზის მოხსენებები (რეკომენდაციები, წინადადებები, დასკვნები) საკრებულოს ან/და საკრებულოს ბიუროს წარედგინება წერილობითი სახით. მოხსენებაში უნდა იყოს აღნიშნული შესაბამის საკითხზე დარბაზის დასკვნა და ამ საკითხის გადაჭრის რეკომენდაცია. მოხსენებაში აღინიშნება ასევე ამ საკითხზე დარბაზის თვალსაზრისი.
8. საკრებულოს ბიურო უფლებამოსილია მოისმინოს და განიხილოს საზოგადოებრივი დარბაზის წინადადებები და რეკომენდაციები, მიიღოს გადაწყვეტილება საკითხის საკრებულოს დღის წესრიგში შესატანად.
2. ოქმში უნდა აისახოს:
ა) დარბაზის სხდომის ჩატარების ადგილი, რიცხვი, თვე და წელი;
ბ) ოქმის რიგითი ნომერი;
გ) სხდომაზე დამსწრე დარბაზის წევრთა, მათი წარმომადგენლის (წარმომადგენლების) და სხდომაში მონაწილე სხვა პირთა ვინაობა;
დ) დარბაზის სხდომის დღის წესრიგის საკითხები;
ე) ყველა წამოყენებული წინადადება (საკითხი), რომლებიც დაისვა კენჭისყრაზე;
ვ) კენჭისყრის შედეგები;
ზ) მიღებული გადაწყვეტილებები.
3. დარბაზის სხდომის ოქმს ხელს აწერს საკრებულოს თავმჯდომარე ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე (საკრებულოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში).
4. საზოგადოებრივი დარბაზის სხდომათა ოქმები გადაეცემა და ინახება საკრებულოს აპარატში.
5. დარბაზის სხდომის ოქმს, ხელმოწერის შემდეგ, აქვეყნებს საკრებულოს აპარატი „ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილებით დამტკიცებული დანართის 135-ე მუხლით დადგენილი წესით.
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზის დებულების დამტკიცების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე
დანართიეს დებულება, „ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილებით დამტკიცებული დანართის 119-ე მუხლის შესაბამისად, განსაზღვრავს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან (შემდგომში – „საკრებულო'') არსებული საზოგადოებრივი დარბაზის უფლებამოსილებას, მისი შექმნის, მუშაობის ორგანიზაციისა და საქმიანობის წესს.თავი I
ზოგადი დებულებები