ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №13 |
|
2022 წლის 31 მარტი ქ. ახალციხე |
|
2. დარბაზში გაწევრიანება შეუძლია ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი დაინტერესებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წარმომადგენელს, ასევე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სრულწლოვან პირს.
3. დაინტერესებულ სამეწარმეო თუ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს საზოგადოებრივ დარბაზში შეიძლება ჰყავდეს ერთი წარმომადგენელი.
4. დარბაზის წევრთა რეგისტრაციას ახდენს საკრებულოს აპარატი. დარბაზის წევრთა რეგისტრაცია იწყება საკრებულოს შესაბამისი განკარგულების გამოქვეყნების დღიდან ორი თვის განმავლობაში. რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ პერიოდში, დაინტერესებული პირის დარბაზში წევრად მიღების თაობაზე საზოგადოებრივი დარბაზის გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე დარბაზის წევრი პირების ხმათა უმრავლესობით.
5. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ სამეწარმეო თუ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს ან საზოგადოების წარმომადგენელს, საკრებულოს განკარგულების გამოქვეყნების შემდეგ, ნებისმიერ დროს აქვს უფლება მიმართოს საკრებულოს აპარატს, საზოგადოებრივი დარბაზის წევრად რეგისტრაციის შესახებ. დარბაზის წევრთა რაოდენობა შეუზღუდავია.
ა) წინასწარ განიხილოს საკრებულოს სამუშაო გეგმისა და საკრებულოს ან/და საკრებულოს ბიუროს დღის წესრიგის პროექტები, გამოთქვას თავისი მოსაზრებები და რეკომენდაციები განსახილველ პროექტებზე;
ბ) შესთავაზოს საკრებულოს ან/და საკრებულოს ბიუროს დღის წესრიგში ცალკეული საკითხების შეტანა;
გ) წინასწარ განიხილოს საკრებულოს სხდომაზე განსახილველი ნორმატიული აქტების პროექტები და გამოთქვას თავისი შენიშვნები, წინადადებები, მოსაზრებები;
დ) მოითხოვოს საკრებულოს ბიუროსა და საზოგადოებრივი დარბაზის ერთობლივი სხდომის ჩატარება სპეციალური დღის წესრიგით;
ე) მოამზადოს, განიხილოს და წარუდგინოს საკრებულოს ან/და მერს წინადადებები და რეკომენდაციები მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;
ვ) მოისმინოს ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების ანგარიშები. საზოგადოებრივი დარბაზის რეგისტრირებულ წევრთა უმრავლესობის მოთხოვნით, ანგარიშის მოსმენასთან დაკავშირებით, დარბაზის სხდომაზე მოიწვიოს მუნიციპალიტეტის შესაბამისი პასუხისმგებელი პირები;
ზ)მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის გამოკითხვებისა და საზოგადოებრივი განხილვების ჩატარების ორგანიზებაში;
თ) საკრებულოს წინაშე დააყენოს საზოგადოებრივი დარბაზის დებულებაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის საკითხები;
ი) განახორციელოს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტითა და ამ დებულებით დადგენილი სხვა უფლებამოსილებები.
ა) თანაბარ საწყისებზე მონაწილეობდეს დარბაზის მუშაობაში;
ბ) განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები, ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია;
გ) ნებისმიერ დროს დატოვოს დარბაზის შემადგენლობა, პირადი განცხადების საფუძველზე;
დ) განახორციელოს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტითა და ამ დებულებით მასზე დაკისრებული სხვა უფლებამოსილებანი.
2. დარბაზის წევრი იურიდიული პირი ვალდებულია უზრუნველყოს დარბაზის სხდომაზე საკუთარი წარმომადგენლის დასწრება და დარბაზის მუშაობაში მონაწილეობა.
3. იმ შემთხვევაში, თუკი დარბაზის წევრად რეგისტრირებული პირი ზედიზედ სამჯერ არ მიიღებს მონაწილეობას დარბაზის მუშაობაში, დარბაზის გადაწყვეტილებით, შეუწყდება დარბაზის წევრობა.
2. საზოგადოებრივი დარბაზის სხდომას ხელმძღვანელობს და წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში – საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში − მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე.
3. დარბაზის სხდომის დღის წესრიგს ადგენს დარბაზის სხდომის თავმჯდომარე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დარბაზი წინასწარ მიიღებს გადაწყვეტილებას დღის წესრიგის შესახებ. დარბაზის წევრთა წინადადებით, დღის წესრიგში შეიძლება შეტანილი იქნას ცვლილებები. დღის წესრიგს და მასში ცვლილებების შეტანას, საერთო წესით, ამტკიცებს დარბაზი.
4. საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შეიძლება ჩატარდეს საკრებულოს ბიუროსა და საზოგადოებრივი დარბაზის ერთობლივი სხდომა, სპეციალური დღის წესრიგით.
5. საზოგადოებრივი დარბაზის წევრების ინფორმირებას, სხდომის ჩატარების დროის, ადგილის და სხდომაზე განსახილველი საკითხების შესახებ, უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.
1. დარბაზის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღება ხდება სხდომაზე დამსწრე დარბაზის წევრი პირების ხმათა უმრავლესობით.
2. დარბაზის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით.
3. დარბაზის წევრად რეგისტრირებულ პირს კენჭისყრისას აქვს ერთი ხმა.
4. დარბაზი, განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, იღებს რეკომენდაციებს, დასკვნებს, წინადადებებს, ხოლო ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით – გადაწყვეტილებებს.
2. საზოგადოებრივი დარბაზი უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება დარბაზის წევრად რეგისტრირებული პირების ნახევარზე მეტი.
3. დარბაზის სხდომას, როგორც წესი, ესწრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები, დარბაზის წევრთა მოთხოვნით, კონკრეტულ საკითხებზე, შეიძლება მოწვეული იქნეს მუნიციპალიტეტის მერი, ან მისი მოადგილე.
4. დარბაზის სხდომაზე საკითხის განხილვისას წინადადებების შემოტანის უფლება აქვთ როგორც დარბაზის წევრებს, ასევე დარბაზის სხდომაზე მოწვეულ და დამსწრე პირებს, დარბაზის სხდომის თავმჯდომარის ნებართვით.
5. დარბაზის წევრს, რომელიც არ ეთანხმება დარბაზის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს თავისი მოსაზრება შეიტანოს დარბაზის სხდომის ოქმში და საკრებულოს ბიუროს ან/და საკრებულოს სხდომაზე მოითხოვოს მისი გაცნობა ან თანამომხსენებლად მისი წარმომადგენლის გამოსვლა. დარბაზის წევრის ეს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
6. საკრებულოს ბიუროს ან/და საკრებულოს სხდომაზე დარბაზის რეკომენდაციის, დასკვნის, წინადადების გამოსატანად, დარბაზის გადაწყვეტილებით, ინიშნება ერთი ან რამდენიმე მომხსენებელი.
7. დარბაზის მოხსენებები (რეკომენდაციები, წინადადებები, დასკვნები) საკრებულოს ან/და საკრებულოს ბიუროს წარედგინება წერილობითი სახით. მოხსენებაში უნდა იყოს აღნიშნული შესაბამის საკითხზე დარბაზის დასკვნა და ამ საკითხის გადაჭრის რეკომენდაცია.
8. საკრებულოს ბიურო უფლებამოსილია მოისმინოს და განიხილოს საზოგადოებრივი დარბაზის წინადადებები და რეკომენდაციები, მიიღოს გადაწყვეტილება საკითხის საკრებულოს დღის წესრიგში შესატანად.
2. ოქმში უნდა აისახოს:
ა) დარბაზის სხდომის ჩატარების ადგილი, რიცხვი, თვე და წელი;
ბ) ოქმის რიგითი ნომერი;
გ) სხდომაზე დამსწრე დარბაზის წევრთა, მათი წარმომადგენლის და სხდომაში მონაწილე სხვა პირთა ვინაობა;
დ) დარბაზის სხდომის დღის წესრიგის საკითხები;
ე) ყველა წამოყენებული წინადადება, გამოთქმული მოსაზრებები, რომელიც დაისვა კენჭისყრაზე;
ვ) კენჭისყრის შედეგები;
ზ) მიღებული გადაწყვეტილებები.
3. დარბაზის სხდომის ოქმს ხელს აწერს საკრებულოს თავმჯდომარე, ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე (საკრებულოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში).
4. საზოგადოებრივი დარბაზის სხდომათა ოქმები გადაეცემა და ინახება საკრებულოს აპარატში.
5. დარბაზის სხდომის ოქმი, ხელმოწერის შემდეგ, ქვეყნდება ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.