ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №12 |
|
2019 წლის 12 მარტი ქ. ზუგდიდი |
|
2. საზოგადოებრივი დარბაზი (შემდგომში – დარბაზი) არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული, საზოგადოებრივი ინტერესის გამტარებელი, საკრებულოს სათათბირო-საკონსულტაციო ორგანო.
3. დარბაზში გაწევრიანება შეუძლია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიოტრიაზე მოქმედ ნებისმიერი დაინტერესებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირის წარმომადგენელს (არაუმეტეს-2 წარმომადგენელი).
4. დარბაზის წევრთა რეგისტრაციას ახდენს საკრებულოს აპარატი, საკრებულოს შესაბამისი განკარგულების გამოქვეყნების დღიდან. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მოქმედ სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირს საკრებულოს განკარგულების გამოქვეყნების შემდეგ ნებისმიერ დროს აქვს უფლება მიმართოს საკრებულოს აპარატს საზოგადოებრივი დარბაზის წევრად მისი და ასევე მისი წარმომადგენლის რეგისტრაციის შესახებ. დარბაზის წევრთა რაოდენობა არ შეიძლება შეზღუდული იყოს.
ა) წინასწარ განიხილოს საკრებულოს სამუშაო გეგმის პროექტები და საკრებულოს ან/და საკრებულოს ბიუროს დღის წესრიგის პროექტები, გამოთქვას თავისი მოსაზრებები და რეკომენდაციები განსახილველ პროექტებთან დაკავშირებით;
ბ) შესთავაზოს საკრებულოს ან/და საკრებულოს ბიუროს დღის წესრიგში ცალკეული საკითხების შეტანა;
გ) წინასწარ განიხილოს საკრებულოს სხდომაზე განსახილველი ნორმატიული აქტების პროექტები და გამოთვას თავისი შენიშვნები, მოსაზრებები, წინადადებები;
დ) მოითხოვოს საკრებულოს ბიუროსა და საზოგადოებრივი დარბაზის ერთობლივი სხდომის ჩატარება სპეციალური დღის წესრიგით;
ე) მოამზადოს, განიხილოს და წარუდგინოს საკრებულოს ან/და მერს წინადადებები შესაბამის თვითმმართველ ერთეულში არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;
ვ) მოისმინოს ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების და საკრებულოს წევრების ანგარიშები (საზოგადოებრივ დარბაზში რეგისტრირებულ წევრთა უმრავლესობის მოთხოვნის საფუძველზე);
ზ) მონაწილეობა მიიღოს თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვების და საზოგადოებრივი განხილვების ჩატარების ორგანიზებაში;
თ) განახორციელოს საზოგადოებრივი დარბაზის დებულებით დადგენილი სხვა უფლებამოსლებები.
2. დარბაზის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საზოგადოებრივი დარბაზის წევრად რეგისტრირებული არანაკლებ 3 წევრის ინიციატივით, წინადადების საკრებულოს აპარატში შეტანიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.
3. საზოგადოებრივი დარბაზის წევრების ინფორმირებას, დარბაზის სხდომის ჩატარების დროის, ადგილის და სხდომაზე განსახილველი საკითხების შესახებ უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.
4. საზოგადოებრივი დარბაზის სხდომას ხელმძღვანელობს და წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას – საკრებულოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.
5. დარბაზის სხდომის დღის წესრიგს ადგენს დარბაზის სხდომის თავმჯდომარე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დარბაზი წინასწარ მიიღებს გადაწყვეტილებას დღის წესრიგის შესახებ. დარბაზის წევრთა წინადადებით, დღის წესრიგში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები. დღის წესრიგს და მასში ცვლილებების შეტანას ამტკიცებს დარბაზი საერთო წესით.
6. საკრებულოს თავმჯდომარის გადაწვეტილებით, შეიძლება ჩატარდეს საკრებულოს ბიუროსა და საზოგადოებრივი დარბაზის ერთობლივი სხდომა სპეციალური დღის წესრიგით.
7. საზოგადოებრივი დარბაზის სხდომას შეიძლება დაესწროს მერი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი.
2. დარბაზის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით.
3. დარბაზის წევრად რეგისტრირებულ იურიდიულ პირს კენჭისყრისას აქვს ერთი ხმა.
4. დარბაზი განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით იღებს რეკომენდაციებს, დასკვნებს, წინადადებებს, ხოლო ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს.
2. საზოგადოებრივი დარბაზი უფლებამოსილია მუშაობას შეუდგეს, თუ სხდომას ესწრება დარბაზის წევრად რეგისტრირებული იურიდიული პირების ნახევრის წარმომადგენელი მაინც.
3. დარბაზის სხდომას, როგორც წესი ესწრება საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე(ები). დარბაზის წევრთა მოთხოვნით კონკრეტულ საკითხებზე შეიძლება მოწვეულ იქნეს მუნიციპალიტეტის მერი ან მისი მოადგილე.
4. დარბაზის სხდომაზე საკითხის განხილვისას წინადადებების შემოტანის უფლება აქვთ როგორც დარბაზის წევრებს, ასევე დარბაზის სხდომაზე მოწვეულ და დამსწრე პირებს, დარბაზის სხდომის თავმჯდომარის ნებართვით.
5. დარბაზის წევრს, რომელიც არ ეთანხმება დარბაზის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს თავისი მოსაზრება შეიტანოს დარბაზის სხდომის ოქმში და საკრებულოს ბიუროს ან/და საკრებულოს სხდომაზე მოითხოვოს მისი გაცნობა ან თანამომხსენებლად მისი წარმოამდგენლის გამოსვლა. დარბაზის წევრის ეს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
6. საკრებულოს ბიუროს ან/და საკრებულოს სხდომაზე დარბაზის რეკომენდაციის, დასკვნის, წინადადების გამოსატანად, დარბაზის გადაწყვეტილებით, ინიშნება ერთი ან რამდენიმე მომხსენებელი.
7. დარბაზის მოხსენებები (რეკომენდაციები, წინადადებები, დასკვნები) საკრებულოს ან/და საკრებულოს ბიუროს წარედგინება წერილობითი სახით. მოხსენებაში უნდა იყოს აღნიშნული შესაბამის საკითხზე დარბაზის დასკვნა და ამ საკითხის გადაჭრის რეკომენდაცია.
2. ოქმში უნდა აისახოს:
ა) დარბაზის სხდომის ჩატარების ადგილი, თვე, რიცხვი და წელი;
ბ) ოქმის რიგითი ნომერი;
გ) სხდომაზე დამსწრე დარბაზის წევრთა, მათი წარმომადგენლის და სხდომაში მონაწილე სხვა პირთა ვინაობა;
დ) დარბაზის სხდომის დღის წესრიგის საკითხები;
ე) წამოყენებული წინადადებები, დასმული საკითხები, გამოთქმული აზრები;
ვ) კენჭისყრის შედეგები;
ზ) მიღებული გადაწყვეტილებები.
3. დარბაზის სხდომის ოქმს ხელს აწერს საკრებულოს თავმჯდომარე ან მის მიერ უფლებამოსილი პირი-საკრებულოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში.
4. საზოგადოებრივი დარბაზის სხდომათა ოქმები გადაეცემა და ინახება საკრებულოს აპარტში.
5. დარბაზის სხდომის ოქმი ხელმოწრის შემდეგ ქვეყნდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.
6. დარბაზის წევრს უფლება აქვს მოითხოვოს საზოგადოებრივი დარბაზის სხდომის ოქმის დამოწმებული ასლი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 85-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზის დებულება.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა წოწერია
დანართიეს დებულება განსაზღვრავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზის უფლებამოსილებას, მისი შექმნის, მუშაობის ორგანიზაციისა და საქმიანობის წესს.თავი I
ზოგადი დებულებები