ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №32 |
|
2015 წლის 24 აპრილი ქ. ბაღდათი |
|
2. დარბაზში გაწევრიანება შეუძლია ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი ნებისმიერი დაინტერესებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წარმომადგენელს, ასევე საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
3. დაინტერესებულ სამეწარმეო თუ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს საზოგადოებრივ დარბაზში შეიძლება ჰყავდეს არა უმეტეს 2 წარმომადგენელი.
4. დარბაზის წევრთა რეგისტრაციას ახდენს საკრებულოს აპარატი. დარბაზის წევრთა რეგისტრაცია იწყება საკრებულოს შესაბამისი განკარგულების გამოქვეყნების დღიდან. ბაღდათის მუნიციპალიტეტის, როგორც თვითმმართველი ერთეულის, ტერიტორიაზე მოქმედ სამეწარმეო თუ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს ან საზოგადოების წარმომადგენელს საკრებულოს განკარგულების გამოქვეყნების შემდეგ ნებისმიერ დროს აქვს უფლება მიმართოს საკრებულოს აპარატს საზოგადოებრივი დარბაზის წევრად მისი და ასევე მისი წარმომადგენლის (წარმომადგენლების) რეგისტრაციის შესახებ. დარბაზის წევრთა რაოდენობა არ შეიძლება შეზღუდული იყოს.
ა) წინასწარ განიხილოს საკრებულოს სამუშაო გეგმის პროექტები და საკრებულოს ან/და საკრებულოს ბიუროს დღის წესრიგის პროექტები, გამოთქვას თავისი მოსაზრებები და წარადგინოს წერილობითი რეკომენდაციები განხილულ პროექტებთან დაკავშირებით;
ბ) შესთავაზოს საკრებულოს ან/და საკრებულოს ბიუროს დღის წესრიგში ცალკეული საკითხების შეტანა;
გ) წინასწარ განიხილოს საკრებულოს სხდომაზე განსახილველი ნორმატიული აქტების პროექტები და გამოთქვას (წარადგინოს) თავისი მოსაზრებები;
დ) მოითხოვოს საკრებულოს ბიუროსა და საზოგადოებრივი დარბაზის ერთობლივი სხდომის ჩატარება სპეციალური დღის წესრიგით;
ე) მოამზადოს, განიხილოს და წარუდგინოს საკრებულოს ან/და გამგებელს წინადადებები მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;
ვ) მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის გამოკითხვების და საზოგადოებრივი განხილვების ჩატარების ორგანიზებაში;
ზ) დააყენოს საკრებულოს წინაშე საზოგადოებრივი დარბაზის დებულებაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის საკითხი;
თ) განახორციელოს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტითა და ამ დებულებით დადგენილი სხვა უფლებამოსილებები.
ა) თანაბარ საწყისებზე მონაწილეობდეს დარბაზის მუშაობაში;
ბ) საკუთარი ან იურიდიული პირის შემთხვევაში საკუთარი წარმომადგენლის (წარმომადგენლების) მეშვეობით განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები, ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია;
გ) ნებისმიერ დროს გავიდეს დარბაზის შემადგენლობიდან, საკუთარი განცხადების საფუძველზე;
დ) განახორციელოს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტითა და ამ დებულებით მასზე დაკისრებული სხვა უფლებამოსილებანი.
2. დარბაზის წევრი იურიდიული პირი ვალდებულია უზრუნველყოს დარბაზის სხდომაზე საკუთარის წარმომადგენლის (წარმომადგენლების) დასწრება და მონაწილეობა მიიღოს დარბაზის მუშაობაში.
3. იმ შემთხვევაში, თუკი დარბაზის წევრად რეგისტრირებული პირი ზედიზედ სამჯერ განმავლობაში არ მიიღებს მონაწილეობას დარბაზის მუშაობაში, ასეთ პირს, დარბაზის გადაწყვეტილებით, შეუწყდება დარბაზის წევრობა.
2. დარბაზის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საზოგადოებრივ დარბაზის წევრად რეგისტრირებული არანაკლებ 5 წევრის ინიციატივით, წინადადების საკრებულოს აპარატში შეტანიდან 10 დღის ვადაში.
3. საზოგადოებრივი დარბაზის სხდომას ხელმძღვანელობს და წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.
4. დარბაზის სხდომის დღის წესრიგს ადგენს დარბაზის სხდომის თავმჯდომარე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დარბაზი წინასწარ მიიღებს გადაწყვეტილებას დღის წესრიგის შესახებ. დარბაზის წევრთა წინადადებით, დღის წესრიგში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები. დღის წესრიგს და მასში ცვლილებების შეტანას ამტკიცებს დარბაზი საერთო წესით.
5. საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შეიძლება ჩატარდეს საკრებულოს ბიუროსა და საზოგადოებრივი დარბაზის ერთობლივი სხდომა სპეციალური დღის წესრიგით.
6. დარბაზის წევრებს სხდომის დაწყებამდე ორი დღით ადრე მაინც უნდა ეცნობოს დარბაზის სხდომის ჩატარების ადგილი, თარიღი, დრო და სავარაუდო დღის წესრიგი, ასევე დაურიგდეთ დარბაზის სხდომის მასალები. ინფორმაცია დარბაზის სხდომისა და მისი დღის წესრიგის შესახებ სხდომამდე 2 დღით ადრე ქვეყნდება ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 119-ე მუხლით დადგენილი წესით.
2. დარბაზის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით.
3. დარბაზის წევრად რეგისტრირებულ პირს კენჭისყრისას აქვს ერთი ხმა.
4. დარბაზი განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით იღებს რეკომენდაციებს, დასკვნებს, წინადადებებს, ხოლო ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით – გადაწყვეტილებებს.
2. საზოგადოებრივი დარბაზი უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება დარბაზის წევრად რეგისტრირებული პირების ნახევარზე მეტი.
3. დარბაზის სხდომას, როგორც წესი, ესწრება საკრებულოს თავმჯდომარე და გამგებელი, ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენელი (საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გამგებლის მოადგილე).
4. დარბაზის სხდომაზე საკითხის განხილვისას წინადადებების შემოტანის უფლება აქვთ როგორც დარბაზის წევრებს, ასევე დარბაზის სხდომაზე მოწვეულ და დამსწრე პირებს, დარბაზის სხდომის თავმჯდომარის ნებართვით.
5. დარბაზის წევრს, რომელიც არ ეთანხმება დარბაზის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს თავისი მოსაზრება შეიტანოს დარბაზის სხდომის ოქმში და საკრებულოს ბიუროს ან/და საკრებულოს სხდომაზე მოითხოვოს მისი გაცნობა ან თანამომხსენებლად მისი წარმომადგენლის გამოსვლა. დარბაზის წევრის ეს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
6. საკრებულოს ბიუროს ან/და საკრებულოს სხდომაზე დარბაზის რეკომენდაციის, დასკვნის, წინადადების გამოსატანად, დარბაზის გადაწყვეტილებით, ინიშნება ერთი ან რამდენიმე მომხსენებელი.
7. დარბაზის მოხსენებები (რეკომენდაციები, წინადადებები, დასკვნები) საკრებულოს ან/და საკრებულოს ბიუროს წარედგინება წერილობითი სახით. მოხსენებაში უნდა იყოს აღნიშნული შესაბამის საკითხზე დარბაზის დასკვნა და ამ საკითხის გადაჭრის რეკომენდაცია. მოხსენებაში აღინიშნება ასევე ამ საკითხზე დარბაზის თვალსაზრისი.
8. საკრებულოს ბიურო უფლებამოსილია მოისმინოს და განიხილოს საზოგადოებრივი დარბაზის წინადადებები და რეკომენდაციები, მიიღოს გადაწყვეტილება საკითხის საკრებულოს დღის წესრიგში შესატანად.
2. ოქმში უნდა აისახოს:
ა) დარბაზის სხდომის ჩატარების ადგილი, რიცხვი, თვე და წელი;
ბ) ოქმის რიგითი ნომერი;
გ) სხდომაზე დამსწრე დარბაზის წევრთა, მათი წარმომადგენლის (წარმომადგენლების) და სხდომაში მონაწილე სხვა პირთა ვინაობა;
დ) დარბაზის სხდომის დღის წესრიგის საკითხები;
ე) ყველა წამოყენებული წინადადება (საკითხი), რომლებიც დაისვა კენჭისყრაზე;
ვ) კენჭისყრის შედეგები;
ზ) მიღებული გადაწყვეტილებები.
3. დარბაზის სხდომის ოქმს ხელს აწერს საკრებულოს თავმჯდომარე ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე (საკრებულოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში).
4. საზოგადოებრივი დარბაზის სხდომათა ოქმები გადაეცემა და ინახება საკრებულოს აპარატში.
5. დარბაზის სხდომის ოქმს, ხელმოწერის შემდეგ, აქვეყნებს საკრებულოს აპარატი მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 119-ე მუხლით დადგენილი წესით.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 119-ე მუხლის საფუძველზე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად (დანართი №1 თან ერთვის)
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ მაჩიტაძე
დანართი №1ეს დებულება, „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ (დამტკიცებულია ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №112 დადგენილებით) შესაბამისად, განსაზღვრავს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან (შემდეგში – „საკრებულო“) არსებული საზოგადოებრივი დარბაზის უფლებამოსილებას, მისი შექმნის, მუშაობის ორგანიზაციისა და საქმიანობის წესს.თავი I
ზოგადი დებულებები