,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 მარტის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №19 |
|
2019 წლის 3 მაიასი ქ.ზუგდიდი |
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 მარტის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 მარტის №12 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/03/2019, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.105.016501) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:
ა) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. დარბაზში გაწევრიანება შეუძლია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიოტრიაზე მოქმედ ნებისმიერ დაინტერესებულ სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირის წარმომადგენელს, ასევე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სრულწლოვან პირს.“;
ბ) პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. დარბაზის წევრთა რეგისტრაციას ახდენს საკრებულოს აპარატი, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სრულწლოვან პირს და მოქმედ სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირს საკრებულოს განკარგულების გამოქვეყნების შემდეგ ნებისმიერ დროს აქვს უფლება მიმართოს საკრებულოს აპარატს საზოგადოებრივი დარბაზის წევრად მისი და ასევე მისი წარმომადგენლის რეგისტრაციის შესახებ. დარბაზის წევრთა რაოდენობა არ შეიძლება შეზღუდული იყოს.“;
გ) მე-2 მუხლის „ვ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) მოისმინოს ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების და საკრებულოს წევრების ანგარიშები, მოიწვიოს ანგარიშის მოსმენასთან დაკავშირებით შესაბამისი პასუხისმგებელი პირები (საზოგადოებრივ დარბაზში რეგისტრირებულ წევრთა უმრავლესობის მოთხოვნის საფუძველზე);“;
დ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დარბაზის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღება ხდება სხდომაზე დამსწრე დარბაზის წევრთა ხმათა უმრავლესობით;“;
ე) ამოღებულ იქნეს მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი;
ვ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საზოგადოებრივი დარბაზი უფლებამოსილია მუშაობას შეუდგეს, თუ სხდომას ესწრება დარბაზის წევრთა ნახევარის მაინც;“;
ზ) მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:
მუხლი. 71 საბჭოს ანგარიში
1. საბჭო გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშს საჯაროდ წარუდგენს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოველი კალენდარული წლის ივნისსა და დეკემბრის თვეში.
2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა არაუმეტეს 1/3 შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ანგარიში საბჭოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ მის მიერ განსაზღვრულ ვადაში.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|