შპს „ბლექ სი ინვესტის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/61
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/05/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/61

 

საოქმო განჩინება

(ამონარიდი სხდომის ოქმიდან)

 

2017 წლის 11 აპრილი

        ქ.  ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

 

კრების თავმჯდომარე: გენადი მაკარიძე (გაკოტრების მოსამართლე)

კრების მდივანი: ნოდარი გიორგიძე

 

1. მეურვე – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი – მიხეილ ლომთაძე.

2. მოვალე – შპს ,,ბლექ სი ინვესტის“ დირექტორი როლანდ ჩანტლაძე; წარმომადგენელი დავით ლომოური.

3.  კრედიტორები – სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი მადონა გეწაძე, ხათუნა მამასახლისი, შპს ,,ანაგი“, მარგარიტა ბიჭიკაშვილი, მარინა გაფრინდაშვილი, ელგუჯა გუგუშვილი, ნინო ზუხბაია, ინგული ცხვარაძე, ზვიად კირკიტაძე, რეჯებ გაბრუშიძის წარმომადგენელი მავილე გაბრუშიძე, როლანდ ჩანტლაძე, დავით ხახუტაიშვილის წარმომადგენელი მაია რურუა, თეიმურაზ ჯუსტიშვილი, იზოლდა აფაქიძის წარმომადგენელი როლანდ ჩანტლაძე, ხათუნა მჟავანაძის წარმომადგენელი ჯემალ მჟავანაძე, ხათუნა კახაძე, ლიანა გარუჩავა, გოდერძი რაზმაძე, ირმა გოგშელიძე, ინგა ბასილძე, სოფიო გეგენავა, დიმიტრი ტრაპაიძე, გალაქტიონ ახვლედიანი, ლეილა ბახლიშვილი, თინათინ შალამბერიძე.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ”  საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-17, 27-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

 

:

1. შპს ,,ბლექ სი ინვესტის“ კრედიტორთა კრება გადაიდოს და მოწვეულ იქნეს 2017 წლის 22 მაისს, 16:30 საათზე შემდეგი დღის წესრიგით:

ა) კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება, რეესტრის დამტკიცება და მომრიგებელი საბჭოს წევრების არჩევა;

2.    კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი№3).

3.    განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.geocourts.ge.

4.    განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი კუპრაძის№11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

 

კრების თავმჯდომარე                                                                              გენადი მაკარიძე 

კრების მდივანი                                                                                ნოდარ გიორგიძე