📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

კომერციული ბანკებისათვის საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 03.05.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №61/04
სარეგისტრაციო კოდი 220020010.18.011.016231
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/05/2017
matsne.gov.ge 197 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ზოგიერთი სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 85% 30.12.2024 ზოგიერთი სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 85% 12.11.2014 მიკრობანკებისთვის „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე დამატებითი მოთხოვნების დაწესების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 84% 05.07.2023 კონტრციკლური ბუფერის განაკვეთის დაწესების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 83% 18.12.2017 კომერციული ბანკებისათვის უძრავი ქონების იჯარით გაცემის დამატებითი/განსხვავებული კრიტერიუმის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 82% 24.04.2019

დოკუმენტის ტექსტი

კომერციული ბანკებისათვის საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №61/04 2017 წლის 3 მაისი ქ. თბილისი კომერციული ბანკებისათვის საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 49-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღებით დაინტერესებული იურიდიული პირის საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა უნდა შეადგენდეს 50 (ორმოცდაათი) მილიონ ლარს. მუხლი 2🔗 წინამდებარე ბრძანების გამოცემამდე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ უკვე ლიცენზირებული კომერციული ბანკების საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა უნდა შეადგენდეს: ა) არანაკლებ 12 (თორმეტი) მილიონ ლარს 2017 წლის 30 დეკემბრამდე; ბ) არანაკლებ 30 (ოცდაათი) მილიონ ლარს 2017 წლის 31 დეკემბრისათვის; გ) არანაკლებ 40 (ორმოცი) მილიონ ლარს 2018 წლის 30 ივნისისათვის; დ) არანაკლებ 50 (ორმოცდაათი) მილიონ ლარს 2018 წლის 31 დეკემბრისათვის. მუხლი 3🔗 საზედამხედველო კაპიტალის ზრდა განხორციელდეს მხოლოდ ფულადი ფორმით. მუხლი 4🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 23 მაისის №144 ბრძანება „კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ“. მუხლი 5🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე